მარია ზახაროვა- აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში | Allnews.Ge

მარია ზახაროვა- აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

ზახაროვას თქმით, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს კითხვები აქვს თუ რამდენად კანონიერია ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.

„ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის და ამას ამერიკის პოზიციად ასაღებს“, - წერს ზახაროვა ტელეგრამზე.