"დაკავებულია 3 000 აქტივისტი, მოხდა 26 კრიმინალის ლიკვიდაცია"- რა ხდებოდა ყაზახეთში გასული ღამის განმავლობაში? | Allnews.Ge

"დაკავებულია 3 000 აქტივისტი, მოხდა 26 კრიმინალის ლიკვიდაცია"- რა ხდებოდა ყაზახეთში გასული ღამის განმავლობაში?

ყაზახური მედია “ხაბარ 24“-ის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ქვეყანაში 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, დაჭრილია 18 პირი, 26 კრიმინალის ლიკვიდაცია მოხდა“.

მედიის ცნობით, ყაზახეთის პოლიცია ამ დროისთვის ქვეყანაში არსებულ თითოეულ სამთავრობო შენობასა და პოლიციის განყოფილებას აკონტროლებს. გასული ღამის რეიდის დაწყებამდე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტებს მოუწოდა იარაღი დაეყარათ და სახლში წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილი ელოდათ.

122599674-almaty-reuters-3-1641533395.jpg

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის ძალების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა.

"ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

resized-8cdff-1033-tur-picture-20201031-22816858-22816857-1641533407.jpg

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

myquiz