თალიბები მაღაზიის მანიკენებს კერპებად მიიჩნევენ და თავებს აჭრიან | Allnews.Ge

თალიბები მაღაზიის მანიკენებს კერპებად მიიჩნევენ და თავებს აჭრიან

ავღანეთში თალიბანის წევრებმა მაღაზიების მეპატრონეებს მანეკენებისთვის თავების დაჭრა უბრძანეს. The Times-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებათა პრევენციის სამინისტრომ მიიღო.

თალიბების აზრით, ადამიანები თაყვანს სცემენ მანეკენებს, როგორც კერპებს, ყურანი კი კერპთაყვანისმცემლობას მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევს.

მიუხედავად მაღაზიის მესაკუთრეთა წინააღმდეგობისა, რომ მათ მანეკენები სჭირდებოდათ, პროპაგანდის სამინისტროს წარმომადგენელი, აზიზ რაჰმანი მათ მკაცრად დასჯით დაემუქრა, თუკი ისინი განკარგულებას დაარღვევდნენ.

სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერებათა პრევენციის სამინისტრომ თავდაპირველად მანეკენების სრულად ამოღების ბრძანება გასცა, მაგრამ მაღაზიის მეპატრონეები აჯანყდნენ და განაცხადეს, რომ ეს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. შეზღუდვის შერბილებაზე გადაწყვეტილება თალიბებმა სწორედ ამის შემდეგ მიიღეს, რაც მანეკენებისთვის თავების დაჭრის ბრძანებით გამოიხატა.

BPN.ge

myquiz