ვინ არის ქალი, რეომლის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - ეყოლება თუ არა მონაკოს ახალი პრინცესა? | Allnews.Ge

ვინ არის ქალი, რეომლის გამოც პრინცმა ალბერმა საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება ცოლს - ეყოლება თუ არა მონაკოს ახალი პრინცესა?

რა ხანია, მსოფლიო ადევნებს თვალს მსოფლიოს ყველაზე უბედურ პრინცესად წოდებული მონაკოს პრინცესას, შარლენის ბედს. როგორც ცნობილია, თითქმის ერთი წელია, შარლენის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია და კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ აიკიდა ინფექცია. ]

თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან, პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი. როგორც გაირკვა, არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია მას ცხოვრების წესი და მუდმივად სტკენდა გულს შარლენს. ორი შვილის გაჩენამაც არ უშველა, მას მერე კიდევ ვრცელდებოდა ამბები მისი საყვარლებისა და მორიგი უკანონო შვილის შესახებაც კი. შარლენი ამის გამო მუდმივად დანაღვლიანებული იყო და ფოტოების უმრავლესობაც, რაც გათხოვების შემდეგ გადაიღო, სულ სევდიანია.

princess-charlen-1641446557.jpg

ამჯერად აჟიოტაჟი ატყდა ჟასმინ გრეის გრიმალდის ფოტოს გამო. ალბერ მეორე 14 წელი მალავდა ქორწინების გარეშე გაჩენილ ჟასმინს.

20003-8881497571641315925-1641446579.jpeg

ალბერი ქალიშვილ ჟასმინთან ერთად

29 წლის ჟასმინმა ფოტო გამოაქვეყნა და ამ ფოტოსთან ერთად გაიხსენა სამყარომ კიდევ ერთი ქალი - სტიუარდესა ნიკოლ კოსტი, რომელმაც ასევე გაუჩინა ალბერს ვაჟი - ერიკ-ალექსანდრი. სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ნიკოლს ალბერი შარლენის შემცვლელად ამზადებს.

განაგრძეთ კითხვა