ყაზახეთის მთავრობა გადადგა - რას მოჰყვა საზოგადოების მწვავე პროტესტი, რა ხდებოდა ქვეყანაში მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა | Allnews.Ge

ყაზახეთის მთავრობა გადადგა - რას მოჰყვა საზოგადოების მწვავე პროტესტი, რა ხდებოდა ქვეყანაში მთელი ღამის განმავლობაში და როგორია ვითარება ახლა

ყა­ზა­ხეთ­ში მთავ­რო­ბა გა­დად­გა. პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ფა­სის გამო და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას DW ავ­რცე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, თო­ყა­ევ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად ალი­ხან სმი­ლო­ვი და­ა­სა­ხე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის უდი­დეს ქა­ლაქ ალ­მა­ა­თა­ში და და­სავ­ლეთ მან­გის­ტა­უს პრო­ვინ­ცი­ა­ში ორ­კვი­რი­ა­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამ­წვა­ვე­ბას მოჰ­ყვა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ალ­მა­ა­თა­ში შე­იკ­რი­ბა. რო­გორც AP იტყო­ბი­ნე­ბა, შე­ტა­კე­ბე­ბი იყო, სპეც­რაზმსა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის. ამას­თან, დე­მონ­სტრან­ტე­ბის მე­რის ოფის­ში შეჭ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან სპეც­რაზ­მე­ლე­ბიც. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გა­ი­თი­შა ინ­ტერ­ნე­ტი. .

yazaxeti-36468-1641371564.jpg

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­ზი­დენ­ტმა "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ მთავ­რო­ბა საწ­ვავ­ზე და­ბალ ფასს და­აბ­რუ­ნებ­და, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რი­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას, პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ღა­მოს 11:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 7:00 სა­ა­თამ­დე “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” და­წეს­და, გარ­და ამი­სა, აიკ­რძა­ლა მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბი.

yazaxeti6-36521-1641371577.png

"მთავ­რო­ბი­სა და სამ­ხედ­რო ოფი­სებ­ზე თავ­დას­ხმის მო­წო­დე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოა“, - აღ­ნიშ­ნა თო­ყა­ევ­მა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.ცნო­ბის­თვის, ნავ­თო­ბით მდი­და­რი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ სამ­შა­ბათს თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფასი მა­ტე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რა­მაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია.

მსგავ­სი მას­შტა­ბის პრო­ტეს­ტი ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1991 წელს გა­მო­ა­ცხა­და, იშ­ვი­ა­თია.თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სია 2011 წელი - მა­შინ ნავ­თობ­მომმ­პო­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად კი 14 მუშა და­ი­ღუ­პა.

2019 წლამ­დე ქვე­ყა­ნას ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი მარ­თავ­და, მისი გა­დად­გო­მის შემ­დეგ კი, პრე­ზი­დენ­ტი ნა­ზარ­ბა­ე­ვის მი­ერ­ვე შერ­ჩე­უ­ლი, მისი "მემ­კვიდ­რე", თო­ყა­ე­ვი გახ­და.

myquiz