"ახალ შტამს 46 მუტაცია აქვს"- ემუქრება თუ არა მსოფლიოს კორონავირუსის ახალი ტალღა და რა ვიცით IHU-ს შესახებ? | Allnews.Ge

"ახალ შტამს 46 მუტაცია აქვს"- ემუქრება თუ არა მსოფლიოს კორონავირუსის ახალი ტალღა და რა ვიცით IHU-ს შესახებ?

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი შტამი ე.წ. IHU დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, Covid-19-ის ახალი შტამი, რომელსაც დროებით მიენიჭა სახელი - B.1.640.2. 12 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთანავე, არსებული ცნობით, პირველად კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაუდასტურდა პირს, რომელიც კამერუნში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, აფრიკის ქვეყნიდან იყოს.

Covid-19-ის ახალი ვარიანტის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას 46 მუტაცია აქვს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა "ომიკრონ" შტამზე უფრო ძლიერი იყოს.

myquiz