"პუტინს უკრაინაზე თავდასხმა რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა" - რა შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში? | Allnews.Ge

"პუტინს უკრაინაზე თავდასხმა რომ სდომოდა, ამას უკვე გააკეთებდა" - რა შეიცვლება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში?

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო აკ­ვირ­დე­ბა, ჯერ კი­დევ ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში რჩე­ბა. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა 2 იან­ვარს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ "თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა, ამე­რი­კა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მას გა­დაჭ­რით პა­სუხს გას­ცე­მენ."

30 დე­კემ­ბერს, ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ი და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მკაცრ სან­ქცი­ებს და­უ­წე­სე­ბენ რუ­სეთს, თუ ის უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა.

თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ი­დენ­მა და ზე­ლენ­სკიმ გა­მო­ხა­ტეს მხარ­და­ჭე­რა "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ კვი­რა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გის სა­ხით და­ი­წყე­ბა ნა­ტო­სა და რუ­სეთ-ნა­ტოს საბ­ჭოს და ეუ­თოს გზით“. რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის მა­ღა­ლი დო­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და­გეგ­მი­ლია 9-10 იან­ვარს, ჟე­ნე­ვა­ში.

ეს ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის მე­ო­რე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რია. თეთ­რი სახ­ლი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის ჯა­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვას ცდი­ლობს. ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მან ბა­ი­დენ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა "აშშ-ის და უკ­რა­ი­ნის, ასე­ვე სხვა პარტნი­ო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბა“ ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის, რე­ფორ­მე­ბის და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

zelenski-70370-1641273446.jpg

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 10 იან­ვარს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე ორი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის შეხ­ვედ­რე­ბია და­გეგ­მი­ლი. შემ­დეგ კი, 12 იან­ვარს რუ­სეთ-ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა. 13 იან­ვარს და­გეგ­მილ ფარ­თო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მოს­კო­ვის, ვა­შინგტო­ნი­სა და სხვა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბიც მი­ი­ღე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. რუ­სეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პუ­ტი­ნი და­სავ­ლეთ­თან, ამე­რი­კა­სა და ნა­ტოს­თან უკ­რა­ი­ნით ვაჭ­რობს.

თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის აზ­რით, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.უკ­რა­ი­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის თავ­მჯდო­მა­რის, ვი­ტა­ლის კუ­ლი­კის ცნო­ბით, პუ­ტი­ნის­გან კი­ე­ვის­თვის სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლია. "ახლა რუ­სე­თი და ამე­რი­კა შავი ზღვის აუზ­ში გავ­ლე­ნე­ბის­თვის იბ­რძვი­ან, რა­ზეც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ria.ru-სთან სა­უ­ბარ­ში.

tvrain.ru-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი დმიტ­რი ორეშ­კი­ნი ამ­ბობს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნას­თან ომით სპე­კუ­ლი­რებს და ომი არ იქ­ნე­ბა.

"ეს კარ­გად ეს­მით და­სავ­ლეთ­ში, მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ პუ­ტინს სახე შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის წი­ნა­შე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პუ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, რე­ა­ლუ­რი ომი კი, მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით იქ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა "მე­ხუ­თე კო­ლო­ნა" და "უცხო­ე­ლი აგენ­ტუ­რა"... ახლა რე­ა­ლუ­რი ომი კრემ­ლის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა, ეს კარ­გად ეს­მის პუ­ტინ­საც", - მი­იჩ­ნევს ორეშ­კი­ნი.

putin-34036-1641273467.jpg

კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის, ან­დრეი კორ­ტუ­ნო­ვის მო­საზ­რე­ბით, "პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა რომ სდო­მო­და, ამას უკვე გა­ა­კე­თებ­და სა­ი­დუმ­ლოდ, "და­ხუ­რუ­ლი ფორ­მით" ისე, რო­გორც იქ­ცე­ვა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს. თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შემ­დეგ გა­ვი­გებ­დით, რო­გორ ეს მოხ­და 2014 წელს უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უფრო ადრე, 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში... თუმ­ცა, პუ­ტი­ნი ახლა შიდა მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ნა­ხად, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მოქ­მე­დებს. კრემ­ლის და­ვა­ლე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ზე კი­ევ­სა და და­სავ­ლეთს სიგ­ნალს უგ­ზავ­ნის "მო­ემ­ზა­დე­თო," - ამ­ბობს ის.

პუბ­ლი­ცისტ ოლეგ ლუ­ზი­ნის შე­ფა­სე­ბით, "სა­ვა­რა­უ­დოდ, კრემ­ლის მთა­ვა­რი მე­სი­ჯია, არ გა­ფარ­თოვ­დეს ნატო აღ­მო­სავ­ლე­თით, არ მი­ი­ღონ ბლოკ­ში უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო და ამის ხარ­ჯზე არ და­ვეს­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნა­სო... ვნა­ხოთ, რო­გორ წა­ი­კი­თხავს რუ­სე­თის გზავ­ნი­ლებს და­სავ­ლე­თი. ვფიქ­რობ, თუ კრემლს ღირ­სე­ულ პა­სუხს არ გას­ცე­მენ, მას მადა გა­ეზ­რდე­ბა და უკ­რა­ი­ნის, ან სხვა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­თან ასი­ა­თა­სი­ა­ნი ჯა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა არც შემ­დეგ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბა და ასეთ დროს, არა­ვინ იცის რო­გო­რი იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი რუ­სე­თის პი­რის­პირ მყო­ფი ნატო, ამე­რი­კა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ამი­ტომ, ევ­რო­კავ­ში­რის­ვე სა­კე­თილ­დღე­ოდ ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა არ უნდა გა­და­ი­დოს", - ამ­ბობს ლუ­ზი­ნი.

myquiz