ვაქცინა, რომელიც კორონავირუსისგან სამუდამოდ დაგვიცავს- რაზე მუშაობენ იაპონელი მეცნიერები?
იაპონელი მეცნიერები ამუშავებენ ვაქცინას, რომელიც ადამიანს კორონავირუსისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიცავს. The Japan Times-ის ცნობით, ფარმაცევტული კომპანია, Nobelpharma ახალი პრეპარატის კლინიკურ ცდებს 2023 წელს დაიწყებს.
2020 წლიდან, პანდემიის დაწყებისთანავე, ტოკიოს მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის საპატიო მკვლევარი, მიჩინორი კოჰარა დაინტერესდა, შეიძლებოდა თუ არა ვაქცინის შემუშავება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო დამტკიცებული პრეპარატის საფუძველზე, რომელიც მსოფლიოს მომაკვდინებელი დაავადების აღმოფხვრაში დაეხმარებოდა. ჩუტყვავილას ვაქცინის ვირუსი წარმოადგენს თემას, რომელზეც მიჩინორი კოჰარა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს.
ჩუტყვავილას ვაქცინა ბრიტანელმა ექიმმა, ედვარდ ჯენერმა 1796 წელს ინფექციურ დაავადებასთან საბრძოლველად შეიმუშავა, რადგან დაავადებას ძალიან მაღალი სიკვდილიანობა ჰქონდა. ვაქცინა ერთადერთ პრეპარატად იქცა, რომელმაც ინფექციური დაავადება წარმატებით აღმოფხვრა.
2020 წლის აპრილში, კოჰარამ, სხვა მეცნიერებთან ერთად, ჩუტყვავილა-ვაქცინის რეკომბინანტული ვირუსის შემუშავება დაიწყო, რომელიც SARS-CoV-2 ცილას შეიცავს და COVID-19 დაავადებას იწვევს. განაგრძეთ კითხვა