კიმ ჩენ ინი მოქალაქეებს ნაკლები ჭამისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინი მოქალაქეებს ნაკლები ჭამისკენ მოუწოდებს

ჩრდილო კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ კიმ ჩენ ინის ახალი ფოტოები გაავრცელა. ბრიტანული The Daily Mail-ის ცნობით, ფოტოებზე ჩრდილო კორეის ლიდერი „მეტად გამხდარია იმასთან შედარებით, ვიდრე მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში გამოიყურებოდა."

ფოტოები კორეის მუშათა პარტიის ბოლო შეხვედრაზე არის გადაღებული, რომელზეც 2021 წლის პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკის შედეგები შეაჯამეს. ასევე, სასურსათო კრიზისისა და პანდემიის კონტექსტში, მომავალი წლის განვითარების სტრატეგია განიხილეს.

The Daily Mail-ის შეფასებით, კიმ ჩენ ინმა „წონაში საგრძნობლად დაიკლო", ხოლო The Daily Star წერს, რომ ის „თითქმის ამოუცნობად გამოიყურება."

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ირწმუნება, რომ კიმი ჯანმრთელია და უბრალოდ, „ნაკლებს ჭამს თავისი ქვეყნის გულისთვის, რომელიც სურსათის დეფიციტს ებრძვის."

ოქტომბერში კიმ ჩენ ინმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნაკლები ეჭამათ, ვიდრე 2025 წელს ჩინეთთან საზღვრები კვლავ არ გაიხსნება.

ადრე სამხრეთ კორეის დაზვერვა იტყობინებოდა, რომ 2019 წელს კიმ ჩენ ინის წონა, დაახლოებით, 140 კგ იყო, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში მან 20 კგ დაიკლო, რის შემდეგაც ხმები მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა.

myquiz