კაპიტოლიუმზე თავდასხმა, "თალიბანის" გაძლიერება, მიგრანტების კრიზისი- 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში | Allnews.Ge

კაპიტოლიუმზე თავდასხმა, "თალიბანის" გაძლიერება, მიგრანტების კრიზისი- 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიოში

2021 წელი პოლიტიკურად ცხელი და დატვირთული წელი იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. ერთი წლის განმავლობაში უამრავი მოვლენა მოხდა, რომლებიც დროდადრო გლობალური ყურადღების ეპიცენტრში ექცეოდა.

კაპიტოლიუმში შეჭრა

2021-11-11t212135z-782246892-rc2lsq9ktxsv-rtrmadp-3-usa-capitol-security-1640788632.jpg

2021 წელი უჩვეულოდ და ქაოსურად დაიწყო აშშ-ში. 6 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. არეულობას მოჰყვა მსხვერპლიც. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა ბაიდენის ინაუგურაციამდე გამოცხადდა.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

donald-trump-impeachment-0121201-1640788760.jpg

მომდევნო დღეს სხდომა განახლდა , ტრამპის ანგარიში ტვიტერზე კი 12 საათით დაიბლოკა. ფეისბუქიდან გაქრა ტრამპის ვიდეომიმართვაც, სადაც ის ამბოხებულებს ,,განსაკუთრებულებს“ უწოდებდა. 13 იანვარს ტრამპის იმპიჩმენტი მეორედ გამოცხადდა. ამერიკის ისტორიაში ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტიც ორჯერ მოხდა.

ბაიდენის ინაუგურაცია

joe-biden-inauguration-review-1640788862.jpg

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბაიდენის ინაუგურაციაც, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. 21 იანვარს კამალა ჰარისი გახდა პირველი ფერადკანიანი და ამავდროულად პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. ყურადღების ეპიცენტრში მოექცა სენატორი ბერნი სანდერსი თავისი ხელთათმანები და ცნობილი მომღერალი ლედი გაგა ჩაცმულობით.

1230690429-1640788923.0.jpg

ალექსეი ნავალნის დაპატიმრება

alexei-navalny-0-1640789013.jpg

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 2.5 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებს საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები მოჰყვა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ჟოზეფ ბორელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება. პარალელურად დასავლეთის მოწოდებებს რუსეთის ხელისუფლება ,,ისტერიულს“ უწოდებდა.

ისრაელ-აპალესტინის კონფლიქტი

973671-israeli-air-strikes-southern-gaza-reuters-1640789063.jpg

10 მაისს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ პალესტინელებსა და ისრაელს შორის სარაკეტო თავდასხმა მოხდა. პალესტინელებმა ისრაელს რაკეტები დაუშინეს, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა. დაპირისპირება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგად ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.

"თალიბანი"

ap21227740995379-1640789132.0.jpg

2021 წლის აგვისტოს დასაწყისი პოლიტიკურად მწვავე პერიოდი აღმოჩნდა მსოფლიოსთვის,რაც დაჯგუფება ,,თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის აღებამ და ამერიკული ჯარების მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვებამ გამოიწვია. აზრები ორად გაიყო-ნიშნავდა თუ არა ამერიკის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მათი სისუსტის და დამარცხების აღიარებას, თუ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიოს ლიდერ და წამყვან ქვეყანას აქამდეც უნდა მიეღო.

download-1640789217.jpg

ავღანეთში თალიბების მმართველობის გავრცელებამ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალთა უფლებები შეიზღუდა , დაწესდა შარიათის კანონები. საერთაშორისო ქვეყნების მიერ იზოლაციის პოლიტიკამ და ანგარიშების გაყინვამ ავღანეთის ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. თუმცა მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს ,,თალიბანთან“ ურთიერთობის გარკვეული ფორმა გამონახოს , დაჯგუფების მხრიდან გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ.

მიგრანტების კრიზისი

1440x810-cmsv2-868000d6-b38c-56e1-a8a2-8f8bc88a29b5-6216648-1640789285.jpg

დაძაბულობა იყო პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზეც , რომელიც ,,მიგრანტთა კრიზისის“ სახელით გახდა ცნობილი. ათასობით მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან ტყეში იყო დაბანაკებული. ყინვასა და სხვა გაუსაძლის პირობებში მყოფ მიგრანტებს არც პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის საშუალებას ჰქონდათ და არც ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნების ნებას რთავდნენ. ნოემბერში საზღვარზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სულ მცირე რვა ადამიანი გარდაიცვალა. ევროკავშირმა ბელარუსი კრიზისის განზრახ შექმნასა და არალეგალი მიგრანტების წახალისებაში დაადანაშაულა. ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ევროკავშირისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობდა იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

პუტინი და ბაიდენი

thumbs-b-c-e1111d3d80dab187815c0a652cad1eae-1640789341.jpg

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრა გაიმართა. სასაუბრო თემას წარმოადგენდა უკრაინის საზღვართან არსებული სიტუაცია. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს იარაღს რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს. ამასთან, ვაშინგტონი გამუდმებით აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას ვეტო დაადოს . რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს.

ოლაფ შოლცის არჩევა გერმანიის კანცლერად

106986339-16389743702021-12-08t141141z-438706128-rc2ear9ygu2f-rtrmadp-0-germany-politics-merkel-scholz-1640789374.jpeg

8 დეკემბერს გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა. ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და იმ დროიდან მოყოლებული, კოალიციის შექმნის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“. სამმა პარტიამ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება ოფიციალურად გუშინ გააფორმა.

myquiz