როგორ უმკლავდება სამხრეთ აფრიკა "ომიკრონ" ვარიანტს?- ინტერვიუ ქართველ ექიმთან | Allnews.Ge

როგორ უმკლავდება სამხრეთ აფრიკა "ომიკრონ" ვარიანტს?- ინტერვიუ ქართველ ექიმთან

მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შტა­მი "ომიკ­რო­ნი" სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან გავ­რცელ­და, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი ახალ შე­ზღუდ­ვებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ზოგ­მა ქვე­ყა­ნებ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან ფრე­ნე­ბიც კი აკ­რძა­ლა... ცოტა ხნის წინ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი თა­მაზ გვი­ლია ჩავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და, თუ რა­ტომ იყო ახალ შტამ­ზე ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი.

თა­მაზ გვი­ლია 2010 წლი­დან 2019 წლის ჩათ­ვლით სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში იო­ჰა­ნეს­ბურ­გის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, 2020 წელს გა­და­ვი­და ქა­ლაქ პი­ტერსბურ­გში (ქა­ლა­ქი სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის ტრან­სვა­ა­ლის პრო­ვინ­ცი­ა­ში)... იგი ქა­ლაქ პი­ტერსბურ­გის აკა­დე­მი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს, ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. ..

"არა­ვი­თა­რი შიში და და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნო­ბა. ახა­ლი შტამ­ზე რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა, ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ არის ასე­თი წუ­ხი­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში ან მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ჩემ­გან სულ სამი სა­ა­თის სა­ვა­ლია, სა­დაც ეგ შტა­მი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და და ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არც მო­სუ­ლა. ჯერ მაგ შტამ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არც არის, პრე­ტო­რი­ა­ში და­ი­წყეს კვლე­ვა და ერ­თა­დერ­თი რა ინ­ფორ­მა­ცი­აც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მოგ­ვა­წო­დეს, ეს ფორ­მა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლში მკურ­ნა­ლობს და ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვამ­ბობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰგო­ნი­ათ რომ მეტი იცი­ან ამ ახალ შტამ­ზე, ვიდ­რე აქ-მეთ­ქი" - გვი­თხრა თა­მაზ მა­შინ გვი­ლი­ამ...

ამ­ჯე­რად თა­მაზ გვი­ლი­ას იმის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით, თუ რამ­დე­ნად ად­ვი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ახა­ლი შტა­მის მარ­თვა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში:

- სტა­ბი­ლუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა... ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან შემ­ცირ­და "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ერთი პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად იფეთ­ქა, რომ მაქ­სი­მუმს მი­უ­ახ­ლოვ­და. რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ არის. ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ, რთუ­ლი შემ­თხვე­ვა, პა­ცი­ენტს რომ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი დას­ჭირ­ვე­ბო­და, ასე­თი არც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი არის, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­განს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­დათ... "ომიკ­რო­ნი" უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა, სა­ერ­თოდ ვერც ამ­ჩნე­ვენ თუ ტეს­ტი არ ჩა­უ­ტარ­დათ. უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ებს. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში არი­ან. რო­გორც თა­ვი­დან­ვე ით­ქვა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­და­დის, მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია... ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ამ შტა­მის.

- ნორ­ვე­გი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ივა­რა­უ­დეს რომ "ომიკ­რო­ნი" პან­დე­მი­ას და­ას­რუ­ლებს, რად­გან ად­ვი­ლად გა­და­დის და მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს... სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც არის ეს ვა­რა­უ­დი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ 27 ათა­სი შემ­თხვე­ვა იყო, დღეს იყო 5 ათა­სი და უკვე ძა­ლი­ან იკ­ლებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა... რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მი­დის, უსიპ­ტო­მოდ ბევრ შემ­თხვე­ვა­ში...

აც­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­მაც მო­ი­მა­ტა, ბუს­ტე­რიც და­ი­წყეს, ყვე­ლა ექიმს გა­უ­კეთ­და. მო­სახ­ლე­ო­ბაც იც­რე­ბა უკვე ბუს­ტე­რით... შარ­შან ამ დროს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში დიდი ლოკ­და­უ­ნე­ბი და სიმ­კაც­რე იყო, პან­დე­მია იმ­დე­ნად მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სამი გან­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ კო­ვი­დი­ა­ნე­ბი გვეწ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ახლა რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სულ რამ­დე­ნი­მე სა­წოლ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი.

- მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა?

- სრუ­ლი­ად არა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იგი­ვეა... ეგ კი არა იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნის დღე­ე­ბიც შემ­ცირ­და. ხუ­თი­დან შვიდ დღემ­დე და­ვი­და. თუ ვინ­მე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტშია ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, მას იზო­ლა­ცი­ა­ში არ ათავ­სე­ბენ, რო­გორც ადრე ხდე­ბო­და. თუ რა თქმა უნდა მა­საც სიპ­ტო­მე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდე­ბა... ერთი სი­ტყვით ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჰოს­პი­ტა­ლებს და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას ეტყო­ბა, რომ არა­ნა­ი­რად გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ არის და ამი­ტო­მაც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ გამ­კაც­რე­ბუ­ლა. ერ­თა­დერ­თი შე­ზღუდ­ვა ნიღ­ბის ტა­რე­ბაა, რაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის.