თუ დედოფლობა გსურთ- ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ | Allnews.Ge

თუ დედოფლობა გსურთ- ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე დედოფალს ეძებენ

ინ­გლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იზო­ლი­რე­ბუ­ლი, პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლი ახალ მე­ფეს/დე­დო­ფალს ეძებს. ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ბრძო­ლა, მაგ­რამ უნდა იცოდ­ნენ, რომ ამ პა­ტივ­სა­ცემ პო­ზი­ცი­ას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც ახ­ლავს თან. ბარი - “The Ship Inn” პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე მდე­ბა­რე­ობს და მე­ფემ ამ ტუ­რის­ტუ­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლის მე­ნე­ჯე­რო­ბაც უნდა შე­ი­თავ­სოს.

5119-1640700861.jpg

ბა­რო­უს და­ბის საბ­ჭო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ბა­რის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ბევ­რი და­დე­ბი­თი ფაქ­ტო­რი ახ­ლავს თან: გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი პე­ი­ზა­ჟი, უნი­კა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რამ, პი­ე­ლის მე­ფის, ან დე­დოფ­ლის წო­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რივ­თა ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვინც ბა­რის მე­ნე­ჯე­რო­ბას იტ­ვირ­თავს, ის ხდე­ბა კუნ­ძუ­ლის მმარ­თვე­ლიც და სა­მე­ფო ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის იმი­ტა­ცი­აც ტარ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც, მო­მა­ვა­ლი მეფე ძვე­ლე­ბურ სა­ვარ­ძელ­ში ჯდე­ბა ხმლით ხელ­ში და მას ლუდს ას­ხა­მენ.

d315rg-1640700873.jpg

მაგ­რამ მე­ფის ტი­ტულს თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც აქვს: ამინ­დის სი­სას­ტი­კე და პი­ე­ლის კუნ­ძუ­ლის იზო­ლი­რე­ბუ­ლო­ბა, ალ­ბათ ყვე­ლას­თვის არ იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო. კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ ბორ­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე - აპ­რი­ლი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე მუ­შა­ობს.

ეს პოს­ტი მხო­ლოდ ტი­ტუ­ლით ტკბო­ბას არ გუ­ლის­ხმობს და კუნ­ძუ­ლის სი­ლა­მა­ზის და მისი ბუ­ნებ­რი­ვი ჰა­ბი­ტა­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს. საბ­ჭო იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის უკვე არ­ჩე­უ­ლი ეყო­ლე­ბათ ახა­ლი მმარ­თვე­ლი, რათა აპ­რილ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­სა­წყისს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ

myquiz