ავღანეთში ქალებს შორ მანძილზე მგზავრობა ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებათ | Allnews.Ge

ავღანეთში ქალებს შორ მანძილზე მგზავრობა ახლო ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე ეკრძალებათ

"თა­ლი­ბა­ნის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლებს შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა ახლო ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცის თან­ხლე­ბის გა­რე­შე ეკ­რძა­ლე­ბათ.

"ქა­ლებს, რომ­ლებ­საც 72 კმ-ზე მეტ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა სურთ, არ უნდა შეს­თა­ვა­ზონ მგზავ­რო­ბა, თუ მათ არ ახ­ლავთ ოჯა­ხის ახლო წევ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ავ­ღა­ნე­თის სათ­ნო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა აკიფ მუ­ჰა­ჯირ­მა და და­ა­კონ­კრე­ტა, რომ თა­ნამ­გზავ­რი მა­მა­კა­ცი უნდა იყოს.

შე­გახ­სე­ნებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მძღო­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში მუ­სი­კის ჩარ­თვა, ქა­ლებს კი ტრან­სპორ­ტში ჰი­ჯა­ბის გა­რე­შე ჯდო­მა აეკ­რძა­ლათ.

აგ­ვის­ტო­ში "თა­ლი­ბებ­მა“ ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რეს და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დეს. "თა­ლი­ბან­მა“ ავ­ღა­ნე­თი ის­ლა­მურ სა­ა­მი­როდ გა­მო­ა­ცხა­და, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი "თა­ლი­ბანს“ ავ­ღა­ნე­თის კა­ნო­ნი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბად არ აღი­ა­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ­თან მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ და­ი­ცა­ვენ ავ­ღა­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

myquiz