მედია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის პირველ ფოტოს ავრცელებს | Allnews.Ge

მედია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილის პირველ ფოტოს ავრცელებს

მე­დი­ა­ში მე­გან მარ­კლი­სა და პრინც ჰა­რის ქა­ლიშ­ვი­ლის, სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის, ლი­ლი­ბეტ-დი­ა­ნას პირ­ვე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. ლი­ლი­ბე­ტი ივ­ნის­ში და­ი­ბა­და და ამ დრომ­დე მშობ­ლე­ბი მას კა­მე­რე­ბის წინ არ აჩენ­დნენ. მე­გან­მა სან­ტა-ბარ­ბა­რას კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. წყვილ­მა შვილს სა­ხე­ლი დე­დოფ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა, რომ­ლის მეტ­სა­ხე­ლიც ლი­ლი­ბე­ტია. მისი მე­ო­რე სა­ხე­ლი კი საყ­ვა­რე­ლი ბე­ბი­ის, უელ­სის პრინ­ცე­სის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­არ­ჩი­ეს.

hari-81276-1640320493.jpg

lili3-1640175719-1640320591.jpg

წყვილისთვის ლილი მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰარისონ მა-უნტბეტენ-უინძორი. დიდ ბრიტანეთში ბევრს საუბრობდნენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა უხეშობა და დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფლისგან ნებართვა აიღო. როგორც ცნობილია, 36 წლის ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტიც დედოფალს ვიდეოზარით „წარუდგა“

myquiz