სილვიო ბერლუსკონის დაბრუნება - გახდება თუ არა 85 წლის ყოფილი პრემიერ მინისტრი იტალიის ახალი პრეზიდენტი? | Allnews.Ge

სილვიო ბერლუსკონის დაბრუნება - გახდება თუ არა 85 წლის ყოფილი პრემიერ მინისტრი იტალიის ახალი პრეზიდენტი?

ბოლო დღე­ე­ბია 85 წლის სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა.

იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბი მის­მა სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბებ­მა გა­და­ფა­რა - სა­გა­და­სა­ხა­დო თაღ­ლი­თო­ბა და წვე­უ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ის "ბუნ­გა-ბუნ­გას“ ეძახ­და, ყვე­ლას­თვი­საა ცნო­ბი­ლი.

მას ბრა­ლი ედე­ბო­და არას­რულ­წლო­ვა­ნი მა­რო­კო­ე­ლი გო­გო­ნას­თვის (მეტ­სა­ხე­ლად - "გუ­ლე­ბის დამ­პყრო­ბე­ლი რუბი"), სექ­სის­თვის ფუ­ლის გა­დახ­და­სა და მოწ­მე­ე­ბის მოს­ყიდ­ვა­ში.

106048641-4bc5d9b0-bba7-4b76-b790-21642c2d4b6a-45433-1640276325.jpg

"გუ­ლე­ბის დამ­პყრო­ბე­ლი რუბი"

ბერ­ლუს­კო­ნის მხარ­დამ­ჭე­რებს სჯე­რათ, რომ მისი ბრალ­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნი­თაა გამ­წვა­ვე­ბუ­ლი და ის მსხვერ­პლია.

"ის­ტო­რი­ა­ში, პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მე ვარ“, - თქვა ბერ­ლუს­კო­ნიმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ფი­გუ­რაა, ძა­ლი­ან სკან­და­ლუ­რი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ახლა ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა", - ამ­ბობს ჯო­ვა­ნი ორ­სი­ნა, რო­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

100111543-silvio-berlusconi-12082012gettyp-45646-1640276367.jpg

პრო­ფე­სო­რი ვა­რა­უ­დობს, რომ "მას სურს, რომ იტა­ლი­ის მო­სახ­ლე­ო­ბამ ის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, ისე მი­ი­ღოს და არა რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლი.“

ხალ­ხს ება­დე­ბა კი­თხვა, თა­ვის სა­სი­კე­თოდ უნდა მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა, თუ იტა­ლი­ის.

სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ცხოვ­რე­ბა საპ­ნის ოპე­რის სი­უ­ჟე­ტებს მოგ­ვა­გო­ნებს, ის გუ­ლე­ბის დამ­პყრო­ბე­ლიც იყო, გმი­რიც და გა­დარ­ჩე­ნი­ლიც და ალ­ბათ მისი ბოლო სი­უ­ჟე­ტი დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

myquiz