გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა | Allnews.Ge

გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა

ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მედ შე­ვი­და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის შეიხ მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის და მისი მე­უღ­ლის - პრინ­ცე­სა ჰაია ბინ ალ ჰუ­სე­ი­ნის გაყ­რა. სა­უ­ბა­რია 500 მი­ლი­ონ ფუნტზე, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სას შე­იხ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაყ­რის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა.

47 წლის პრინ­ცე­სა 72 წლის შეიხ მუ­ჰა­მე­დის ექვს ცოლს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა.

122314309-mediaitem122314308-55139-1640175033.jpg

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრინ­ცე­სას უნდა გა­და­ე­ცეს თან­ხა სხვა­დას­ხვა ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად და მათ შო­რის, ლონ­დონ­ში, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ცოვ­რებ­ლის­თვის.

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "უსაფრ­თხო­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტიც", დამ­ხმა­რე მედ­დე­ბის, ძი­ძე­ბის ხელ­ფა­სის ხარ­ჯე­ბი, ოჯა­ხის და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი. ასე­ვე მათი ორი შვი­ლის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად 5.6 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი. პრინ­ცე­სას 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და 9 წლის ვაჟი ჰყავს. ბავ­შვებს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 290 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის თან­ხა აქვთ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

პრინ­ცე­სა ჰაია დუ­ბა­ი­დან ბრი­ტა­ნეთ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად, 2019 წელს, მას შემ­დეგ გა­იქ­ცა, რაც გა­ი­გო, რომ წარ­სულ­ში შე­იხს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ლა­ტი­ფა და შამ­სა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და.

122314311-mediaitem122314310-55165-1640175067.jpg

სა­სა­მარ­თლომ ისიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­იხ­მა მუ­ჰა­მედ­მა პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას და მისი მცვე­ლე­ბის, ასე­ვე მისი იუ­რის­ტე­ბის გუნ­დის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჰა­კე­რუ­ლი პროგ­რა­მით გა­ა­ტე­ხი­ნა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრინ­ცე­სა და მისი შვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ დახ­მა­რე­ბას და დაც­ვას ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას იუ­რის­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მას არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია სა­მო­მავ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ჰაია გა­აკ­რი­ტი­კეს და "მფლან­გვე­ლო­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მა­გა­ლი­თად, მის შვილს, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 9 წლი­საა, უკვე სამი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აჩუ­ქეს, რად­გან ჰა­ი­ას თქმით, "ის მიჩ­ვე­უ­ლი იყო მან­ქა­ნე­ბის სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბას". მო­სა­მარ­თლემ მი­იჩ­ნია, რომ ქა­ლი­სად­მი ეს ლე­გი­ტი­მუ­რი კრი­ტი­კა იყო.

ამას­თან, შე­იხ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცე­სა ყვე­ლა­ფერს მი­ი­ღებს და ის ჰა­ი­ას­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას არ აპი­რებს.

myquiz