ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ | Allnews.Ge

ბრიტნის ტელეფონს ფარულად უსმენდნენ და საძინებელშიც აუდიოჩამწერი დაუმონტაჟეს - ახალი სკანდალური ბრალდებები ბრიტინი სპირსის მამის წინააღმდეგ

ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრიტ­ნი სპირ­სის მა­მამ 2008 წელს, მა­ნამ, ვიდ­რე ბრიტ­ნი­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას მო­ი­პო­ვებ­და, 40 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი აიღო. ჯე­ი­მი სპირ­სმა ფული ბიზ­ნეს­მე­ნე­ჯე­რის - ლუ ტე­ი­ლო­რის ფირ­მის­გან "Tri Star Sports & Entertainment Group"-ის­გან ისეს­ხა და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მისი პოპ-ვარ­სკვლა­ვი ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იტყო­ბი­ნე­ბა "The New York Times".

image-1640062725.jpg

სეს­ხის აღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის შე­სა­ხებ ჯე­ი­მიმ კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნა წა­რუდ­გი­ნა, ამ­ბობ­და, რომ მომ­ღე­რალს ფსი­ქი­კა ჰქონ­და შერ­ყე­უ­ლი და ქო­ნე­ბის მარ­თვას მარ­ტო ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და. ჯე­ი­მი ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვ­და იმის­თვის, რომ ბრიტ­ნის­თვის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მო­სა­მარ­თლემ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნა და ჯე­ი­მი სპირ­სმა, მომ­დევ­ნო წელსვე, ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის მე­ნე­ჯე­რად კომ­პა­ნია "Tri Star Sports & Entertainment Group" და­უ­ქი­რა­ვა. ის, თუ რის­თვის დას­ჭირ­და ჯე­ი­მი სპირ­სს 40 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სეს­ხი, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

merlin-193201212-9a125000-8e77-42cd-a767-0fb2fb2da60c-superjumbo-50813-1640062761.jpg

ჯე­ი­მი სპირ­სი

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედვით, ჯე­ი­მი სპირ­სმა მომ­ღე­რალ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო. მე­თიუ რო­ზენ­გარ­ტი, რო­მე­ლიც ბრიტ­ნის ად­ვო­კა­ტია, ჯე­ი­მი­სა და "Tri Star"-ს პა­სუხს სთხოვს, თუ რა­ტო­მაა ბრიტ­ნის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ 60 მი­ლი­ო­ნი, როცა ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნის­თვის, გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ალ­ბო­მე­ბის­თვის და კოც­ნერ­ტე­ბის გა­მარ­თვის­თვის დიდ თან­ხებს იღებ­და.

taylor-50846-1640062805.jpg

ლუიზ ტე­ი­ლო­რი, ბრიტ­ნი სპირ­სის ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის მე­ნე­ჯე­რი

რო­ზენ­გარ­ტმა "Tri Star"-ი და ჯე­ი­მი სპირ­სი იმა­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ბრიტ­ნის ტე­ლე­ფონს ფა­რუ­ლად უს­მენ­დნენ და სა­ძი­ნე­ბელ­შიც აუ­დი­ო­ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და­უ­მონ­ტა­ჟეს. ამ ბრალ­დე­ბას ორი­ვე უარ­ყოფს: მომ­ღერ­ლის მა­მაც და კომ­პა­ნი­აც.

myquiz