ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები | Allnews.Ge

ათასობით გაუჩინარებული ადამიანი ჩეჩნეთში და შემაშფოთებელი სტატისტიკა - სად "ქრებიან" მოქალაქეები? კადიროვის სასტიკი რეჟიმის ქრონიკები

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩეჩ­ნეთ­ში 2020 წელს, უგზო-უკვლოდ 1700 -ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, 2021 წლის მხო­ლოდ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, 1650-ზე მეტი", - ამ მო­ნა­ცე­მებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Кавказский Узел, აქ­ვეყ­ნებს და სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გამ­ქრალ ადა­მი­ა­ნებ­ზე წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ჩეჩ­ნე­თი ლი­დე­რობს. კონ­კრე­ტუ­ლად კი, მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა 3400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი, 2 000-მდე - ჩეჩ­ნეთ­ში. ეს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "გამ­ქრა­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

ამის გარ­და, ჩეჩ­ნეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 20-30 და­კარ­გულ პირს პო­უ­ლო­ბენ.

grozno-67287-1639986400.jpg

РИА Новости-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს, ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის მთელ რუ­სეთ­ში, 40 ათას ადა­მი­ან­ზეა ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მათ­გა6 6500-მდე ნა­პოვ­ნია და მათი ნა­წი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში. ამ მო­ნა­ცე­მებ­ში შე­დი­ან ისი­ნიც, ვინც უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. და­ნარ­ჩე­ნის ბედი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით" პირ­ველ ად­გილ­ზეა ჩეჩ­ნე­თი.

უკვე წლე­ბია, რაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის "გაქ­რო­ბა" ჩეჩ­ნეთ­ში აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ჯერ კი­დევ 2013 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი დები აი­და­მი­რო­ვე­ბის ამ­ბა­ვი, რომ­ლე­ბიც ჩეჩ­ნეთ­ში, ყურ­ჩა­ლო­ევ­სკის რა­ი­ონ­ში, გელ­და­გა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. 23 წლის ზარ­გა­ნი და 25 წლის სა­ცი­ტა კერ­ძო ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში მუ­შა­ობ­დნენ, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ კი­დეც.

გო­გო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, და­კი­თხეს ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს მე­პატ­რო­ნე. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სახ­ლში სის­ხლის კვა­ლიც იპოვ­ნეს და ძი­ე­ბაც და­ი­წყო, მაგ­რამ შემ­დეგ, საქ­მე მა­ლე­ვე და­ი­ხუ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს მე­პატ­რო­ნემ საქ­მის "ჩამ­ფარ­ცხვე­ლი" იპო­ვა და გა­მო­ძი­ე­ბაც შე­წყდა."

37198-1639986487.jpg

2017 წელს უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა მომ­ღე­რა­ლი ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც გროზ­ნო­ში დის ქორ­წილ­ში მო­დი­ო­და, მაგ­რამ გზა­ში გაქ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "არც ამ საქ­მე­ზეა რა­ი­მე წინსვლა, ვი­ნა­ი­დან, ბა­კა­ე­ვის სტი­ლი და სიმ­ღე­რე­ბი, ჩეჩ­ნეთ­ში ვი­ღა­ცებს არ მოს­წონ­დათ."2020 წელს, ასე­ვე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა გროზ­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მოვ­სერ უმა­რო­ვი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა რამ­ზან კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კო­სის, ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის ბლო­გე­ბის ყუ­რე­ბა იყო. უმა­რო­ვი 2020 წლის ივ­ლის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც, მისი კვა­ლი გაქ­რა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი უმა­რო­ვის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას დღემ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლო­ბენ.

მისი ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა უმა­რო­ვი გროზ­ნო­ელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­მო­აკ­ვდათ. იმა­ვე წელს, დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა კა­დი­რო­ვის ხელ­მძღვნა­ლო­ბის კრი­ტი­კო­სის, სალ­მან ტეპ­სურ­კა­ე­ვის ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წა­მე­ბის კად­რე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ამის შემ­დე ტეპ­სურ­კა­ე­ვი ოკახს არ და­კავ­ში­რე­ბია.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Мемориал მას პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად მი­ი­ჩევს, თუმ­ცა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, თქმით, რც ის არის ცნო­ბი­ლი, ტეპ­სურ­კა­ე­ვი ცო­ცხა­ლია თუ არა.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩეჩ­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად მე­ტია, რად­გან და­კარ­გულ­თა შო­რი­საა ასო­ბით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გეი, რო­მელ­თაც "კა­დი­როვ­ცე­ბი" ხში­რად "ცო­ცხლად მარ­ხა­ვენ."

"ასე­ვე სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან, კა­დი­რო­ვის კრი­ტი­კო­სებს. მათ კი არა, რე­ჟი­სორ ალექ­სან­დრ სო­კუ­როვს შე­უთ­ვა­ლა კა­დი­როვ­მა "მის მე­ფეს­თან" ფრთხი­ლად იყოს... ამის შე­სა­ხებ თა­ვად რე­ჟის­რო­მა გა­ნა­ცხა­და, მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი მომ­დი­სო, ვინ­მემ არ იცის, რომ პუ­ტი­ნისთცის მი­უ­ღე­ბელ პერ­სო­ნებ­თან "კა­დი­როვ­ცე­ბი" "მუ­შა­ო­ბენ?.." სწო­რედ კა­დი­რო­ვია "რუ­სე­თის მე­ფის" შავი საქ­მე­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი", - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში ინგტე­რეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი "კნი­აზ ბუ­გოვ­სკი.."

"ვი­საც არ ეს­მის რამ­დე­ნად სა­ში­ნე­ლია ეს რი­ცხვი, შე­და­რე­ბის­თვის შე­უძ­ლია ნა­ხოს ჩეჩ­ნეთ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან დღემ­დე გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნურ­დი ნუ­ხა­ჟი­ე­ვი აცხა­დებ­და, რომ 1994 წლი­დან 2008 წლამ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 5 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა... ამის შემ­დეგ კი, თით­ქოს მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში, ერთ წელ­ში 2 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. ამას წი­ნათ, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ოჯახ­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა და­ი­კარ­გა. ოჯახ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მოგ­ყო­ლია და ასე­თი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნია..." - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი.

myquiz