ჩრდილოეთ კორეამ 11 დღე სიცილი და ალკოჰოლის მიღება აკრძალა - რას უკავშირდება მთავრობის განკარგულება? | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეამ 11 დღე სიცილი და ალკოჰოლის მიღება აკრძალა - რას უკავშირდება მთავრობის განკარგულება?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლებს, კიმ ჩენ ინის მა­მის კიმ ჩენ ირის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 10 წლის­თა­ვის გამო, 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცი­ლი და ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა აეკ­რძა­ლათ.

ჩრდ. კო­რე­ის მთავ­რო­ბამ გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის ან მხი­ა­რუ­ლე­ბის რა­ი­მე ნი­შა­ნი ეტყო­ბო­დეს და თუ საკ­მა­რი­სად არ იგ­ლო­ვებს მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ და­კა­ვე­ბა­საც არ მო­ე­რი­დე­ბი­ან.

კიმ ჩენ ირი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას 1994 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2011 წლამ­დე მარ­თავ­და, შემ­დეგ კი ის მის­მა ყვე­ლა­ზე უმ­ცროს­მა ვაჟ­მა კიმ ჩენ ინმა შეც­ვა­ლა.

121000534-698bf4dd-a753-483e-9ca1-68f8486b7c90-54519-1639754564.jpg

"ამ 11 დღის მან­ძილ­ზე, ჩვენ არ უნდა დავ­ლი­ოთ ალ­კოჰო­ლი, გა­ვი­ცი­ნოთ ან თა­ვი­სუ­ფალ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ვერ­თოთ" - გა­ნა­ცხა­და ქა­ლაქ სი­ნი­ი­ჯუს მა­ცხოვ­რე­ბელ­მა.

წყა­რომ ასე­ვე და­ა­მა­ტა, რომ 17 დე­კემ­ბერს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბის­თვის არაა დაშ­ვე­ბუ­ლი სურ­სა­თე­ბის სა­ყიდ­ლად გას­ვლა, რად­გან ეს კიმ ჩენ ირის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა.

ის ასე­ვე ამ­ხელს: "წარ­სულ­ში, როცა სამ­გლო­ვი­ა­რო პე­რი­ოდ­ში ვინ­მეს და­ლე­ვა­ში გა­მო­ი­ჭერ­დნენ ან სიმ­თვრა­ლეს ამ­ჩნევ­დნენ, აპა­ტიმ­რებ­დნენ და იდე­ო­ლო­გი­ურ კრი­მი­ნა­ლე­ბად რა­ცხავ­დნენ, შემ­დეგ სა­დღაც მიჰ­ყავ­დათ და სა­მუ­და­მოდ ქრე­ბოდ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.“

კიმ ჩენ ირის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 10 წლის­თა­ვის­თვის, სხვა­დას­ხვა პრო­ვინ­ცი­ე­ბი მისი ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნას აწყო­ბენ და კონ­ცერ­ტებს მარ­თა­ვენ მის მო­სა­გონ­რად.

01-54618-1639754613.jpg

"იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ამ პე­რი­ოდ­ში ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­იც­ვლე­ბა, ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა ხმა­მაღ­ლა ვი­ტი­როთ, ხოლო გვა­მი სამ­გლო­ვი­ა­რო დღე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­ტა­ნოთ სახ­ლი­დან. ამის გამო, ზოგი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­საც კი ვერ აღ­ნიშ­ნავს" - ყვე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

კიმ ჩენ ირი გუ­ლის შე­ტე­ვით, 2011 წლის 17 დე­კემ­ბერს, 69 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც წესი, ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლის გლო­ვა 10 დღე გრძელ­დე­ბა ხოლ­მე, თუმ­ცა წელს 10 წლის თა­ვის გამო, 11 დღემ­დე გა­ზარ­დეს სამ­გლო­ვი­ა­რო დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სამ­ხრეთ-და­სავ­ლუ­რი პრო­ვინ­ცი­ის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა ისიც კი თქვა, რომ თუ საკ­მა­რი­სად შე­წუ­ხე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა არ გაქვს, ამის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ოფიც­რებ­მა და­გა­კა­ვო­ნო.

ზოგი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი იმა­საც კი ნატ­რუ­ლობს, გლო­ვის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 1 კვი­რამ­დე შემ­ცირ­დეს, ისე­ვე, რო­გორც კიმ ირ სე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­ზე ხდე­ბა ხოლ­მე.