რას ფიქრობდა კიანურ რივზი "მო­წყე­ნი­ლი კი­ა­ნუს“ფოტოს გადაღების დროს?- მსახიობმა წლების წინ გადაღებული ფოტოს ისტორია გაიხსენა | Allnews.Ge

რას ფიქრობდა კიანურ რივზი "მო­წყე­ნი­ლი კი­ა­ნუს“ფოტოს გადაღების დროს?- მსახიობმა წლების წინ გადაღებული ფოტოს ისტორია გაიხსენა

კი­ა­ნუ რივზმა 11 წლის შემ­დეგ, ორ­შა­ბა­თის "The Late Show”-ში სტუმ­რო­ბი­სას, "მო­წყე­ნი­ლი კი­ა­ნუს“ ფო­ტოს მიღ­მა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ფარ­და ახა­და.

"მატ­რი­ცას“ 57 წლის ვარ­სკვლა­ვი, 2010 წელს ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცი­ად იქცა პარკში, სკამ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გამო, რო­მელ­ზეც მო­წყე­ნი­ლი მი­ირ­თმევს საჭ­მელს.

"უბ­რა­ლოდ, სენდვიჩს ვჭამ­დი!“ - მი­უ­გო წამ­ყვანს კი­ა­ნუმ ფო­ტოს თა­ო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად..

image-1-55613-1639719421.jpg

"ანუ "მო­წყე­ნი­ლი კი­ა­ნუს“ ფო­ტო­ზე, რე­ა­ლუ­რად არ ხარ მო­წყე­ნი­ლი?“ - შე­უბ­რუ­ნა კი­თხვა სტი­ვენ კოლ­ბერ­ტმა, რა­ზეც კი­ა­ნუმ თქვა, რომ ბევ­რი რამ უტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში და უბ­რა­ლოდ, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო: "რა­ღაც პრობ­ლე­მა მქონ­და. მში­ო­და".

სტი­ვენ კოლ­ბერ­ტმა კი­ა­ნუს ეს ფოტო მი­სა­ვე კო­მიქ­სე­ბის წიგ­ნის "BRZRKR”-ის ერთ-ერთ ილუსტრა­ცი­ას შე­ა­და­რა და ჰკი­თხა, ამ ნა­ხა­ტის ავ­ტო­რის­თვის, თვი­თონ ხომ არ იყო ინ­სპი­რა­ცია. კი­ა­ნუ რივზმა კი ილუსტრა­ტო­რის საქ­ცი­ე­ლი ასე შე­ა­ფა­სა:" არ მე­გო­ნა რონ გარ­ნი (ილუსტრა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რი) ამას თუ იზამ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ზუს­ტად ასე მო­იქ­ცა. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მა­გა­რია!“ - თქვა მან.

image-55636-1639719434.jpg

"The Matrix Resurrections“ კი­ა­ნუს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უკვე კი­ნო­თე­ატ­რებ­შია. მსა­ხი­ო­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თა­რი კო­მიქ­სის წიგ­ნის მი­ხედ­ვით, Netflix-ის სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბა­საც კი აპი­რებს.

მძიმე ბავშვობა, მეუღლის, შვილისა და მეგობრის დაღუპვა - ჰოლივუდის ყველაზე ტრაგიკული და კეთილი მსახიობის, კიანუ რივზის, ცხოვრება

myquiz