ვინ არიან პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები", რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწერა | Allnews.Ge

ვინ არიან პუტინის "შეფ-მზარეულის" "ვაგნერები", რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწერა

უკ­რა­ი­ნა­ში, ლი­ბი­ა­სა და სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით, რუ­სეთ­სა და უკვე თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში, კარ­გად ცნო­ბილ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერს", რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის, "მზა­რე­უ­ლის" დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

ევ­რო­კავ­ში­რის დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სან­ქცი­რე­ბულ პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ კრე­დი­ტის აღე­ბა, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ასე­ვე მათ გა­ე­ყი­ნე­ბათ აქ­ტი­ვე­ბი.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შედ­გე­ნილ სი­ა­შია რუ­სეთ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი რვა პირი, რო­მელ­თა­გა­ნაც ოთხი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ და პუ­ტინ­მა გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის პი­რა­დად და­ა­ჯილ­დო­ვა.

putini-67452-1639633118.jpg

ან­დრეი ბო­გა­ტო­ვი, ან­დრეი ტრო­შე­ვი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ალექ­სან­დრ კუზ­ნე­ცო­ვი და დმიტ­რი უტ­კი­ნი

ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის საქნცია შე­ე­ხო სამ გავ­ლე­ნი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც, რო­მელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის, იგი­ვე "მზა­რე­უ­ლის" ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი არი­ან.

"ლი­ბი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­შირ­მა სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა ალექ­სან­დრე კუზ­ნე­ცო­ვი, "ვაგ­ნე­რის" პირ­ვე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც 2008 წლამ­დე მოს­კოვ­თან ახ­ლოს, სოლ­ნეჩ­ნო­გორსკის სპეც­რაზ­მის მა­ი­ო­რი იყო. შემ­დეგ ის ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ში ამ­ხი­ლეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. თუმ­ცა, ვა­და­ზე ადრე 2013 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ამის შემ­დეგ, უკვე "ვაგ­ნე­რებ­ში" ირი­ცხე­ბა. უკ­რა­ი­ნა­სა და სი­რი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ოთხი სი­მა­მა­ცის ორ­დე­ნით" - წერს გა­მო­ცე­მა.

"უკ­რა­ი­ნის სი­ა­ში" შეყ­ვა­ნი­ლი სამი პი­რი­დან ერთ-ერთი სწო­რედ "ვაგ­ნე­რი", იგი­ვე, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი დმიტ­რი უტ­კი­ნია, რო­მე­ლიც პეს­კო­ვის სპეც­რაზ­მის ბრი­გა­და­ში ირი­ცხე­ბო­და.

"ისიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ოთხი სი­მა­მა­ცის ორ­დე­ნით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქვს რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბაც. არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, უტ­კი­ნი პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და და გეგ­მავ­და "ვაგ­ნე­რე­ბის" მოქ­მე­დე­ბებს" - წერს გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უტ­კი­ნის ბიზ­ნე­სე­ბი მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, მას სა­ვა­რა­უ­დოდ, ევ­რო­პუ­ლი სან­ქცი­ე­ბი დი­დად არ ანაღ­ვლებს.

კი­დევ ერთი სან­ქცი­რე­ბუ­ლი, ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის სიით, ას­ტრა­ნა­ხის ოლ­ქში დე­პუ­ტა­ტი, დე­ნის ხა­რი­ტო­ნო­ვია, დონ­ბა­სის მო­ხა­ლი­სე, რო­მე­ლიც 2020 წლის ბე­ლა­რუს­ში, ლუ­კა­შენ­კოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცნო­ბით, ის ვე­ნე­სუ­ლის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბის დაც­ვა­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის საქ­მე­ში პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სი­რი­ის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის სი­ა­ში ორი აღ­მოჩ­ნდა, ორი­ვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ გმი­რის ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ან­დრეი ტრო­შე­ვია, პე­ტერ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ის სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი, პოლ­კოვ­ნი­კი.

"შემ­დეგ უკვე "ვაგ­ნე­რის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­ტი­ლე­რის­ტის წო­დე­ბით იყო. უფრო ადრე, ავ­ღა­ნე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი 2016 წელს, პალ­მი­რის შტურ­მის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს. ევ­რო­კავ­ში­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის სა­ხე­ლით არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. რუ­სუ­ლი მე­დია მას კარ­გად იც­ნობს.

"ერთ-ერთ მათ­გა­ნი ალ­კოჰო­ლუ­რი კო­მით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მებ­მა სი­რი­ის რუკა, ია­რა­ღის და სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ვაჭ­რო­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა რუბ­ლებ­სა და დო­ლა­რებ­ში უპო­ვეს" - წერს novayagazeta.ru.

კი­დევ ერთი რუ­სე­თის გმი­რი ან­დრეი ბო­გა­ტო­ვია, რო­მე­ლიც ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის მო­ნა­წი­ლე ოფი­ცე­რია. 2014 წელს სი­რი­ა­ში ერთი ხელი და­კარ­გა, თუმ­ცა "ვაგ­ნე­რებ­ში" მა­ინც დარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებს, ესე­ნია - Евро Полис, ВеладаМеркурий.

პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პე­ტერ­გურ­გის პო­ლი­ცი­ის გა­დამ­დგა­რი უფ­რო­სი, ოლეგ ერო­ხი­ნია, კარ­გად ცნო­ბი­ლი გმი­რის, ტრო­შე­ვის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის, ბიზ­ნეს­მენ პრი­გო­ჟი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­რი­ა­ში ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბის ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა Меркурий და Велада -ს ამის უკა­ნაც პრი­გო­ჟი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი დგას.

myquiz