ნიდერლანდების პარლამენტის წევრს კოვიდ-რეგულაციების ჰოლოკოსტთან შედარების გამო Twitter-ზე განცხადება წააშლევინეს | Allnews.Ge

ნიდერლანდების პარლამენტის წევრს კოვიდ-რეგულაციების ჰოლოკოსტთან შედარების გამო Twitter-ზე განცხადება წააშლევინეს

ნიდერლანდების პარლამენტის წევრს და პარტია „დემოკრატიის ფორუმის“ ლიდერს, ტიერი ბოდეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ჰოლოკოსტთან შედარების გამო Twitter-ზე განცხადება წააშლევინეს.

პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აუცირელი ადამიანიები „ახალი ებრაელები“ არიან, ისინი კი, ვინც მათ შეზღუდვებს უწესებენ- „ახალი ნაცისტები“.

Twitter-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, პოსტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და სოციალური ქსელის წესებს არღვევს. ტიერი ბოდეს პოსტის წასაშლელად 48 საათი მისცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის სახით მას ყოველდღიურად 25 000 ევროს გადახდა მოუწევდა.