სკანდალური რეკლამა, რომელშიც ქალები ძროხებად წარმოაჩინეს - რძის პროდუქტების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია ბოდიშს იხდის | Allnews.Ge

სკანდალური რეკლამა, რომელშიც ქალები ძროხებად წარმოაჩინეს - რძის პროდუქტების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია ბოდიშს იხდის

სამ­ხრეთ კო­რე­ის რძის პრო­დუქ­ტე­ბის უდი­დე­სი ბრენ­დი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბო­დი­ში მო­ე­ხა­და რეკ­ლა­მის გამო, რო­მელ­შიც ქა­ლე­ბი ძრო­ხე­ბად იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი.

"სე­უ­ლის რძის“ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ვხე­დავთ კაცს , რო­მე­ლიც გაშ­ლილ მინ­დორ­ზე ქა­ლებს კა­მე­რით ჩუ­მად უღებს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძრო­ხე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან.

მას შემ­დეგ, რაც რეკ­ლა­მას ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, კომ­პა­ნი­ამ ვი­დეო 'იუ­თუ­ბი­დან“ აიღო, თუმ­ცა ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ის ხე­ლახ­ლა ატ­ვირ­თეს სა­იტ­ზე და პო­პუ­ლა­რუ­ლიც კი გახ­და.

122224324-ad8eba11-67a7-429c-9819-01a6f7d362b2-52299-1639567588.jpg

"გულ­წრფელ ბო­დიშს ვუხ­დით ყვე­ლას, ვინც რძის რეკ­ლა­მის გამო თავი არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო“, - წერს "სე­უ­ლის რძის“ მშო­ბე­ლი კომ­პა­ნია "Seoul Dairy Cooperative” ბო­დი­შის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ვიქ­ვამთ ჩვე­ნი ქმე­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ აღ­შფო­თე­ბას და მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბის­გან თავს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ზღვევთ. ქედს ვიხ­რით მო­ბო­დი­შე­ბის ნიშ­ნად", - ვკი­თხუ­ლობთ კომ­პა­ნი­ის წე­რილ­ში.

რეკ­ლა­მა იწყე­ბა კად­რით, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ვი­დე­ო­კა­მე­რით სე­ირ­ნობს სო­ფელ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის ხე­დავს ქა­ლებს , რომ­ლე­ბიც წყა­როს წყალს სვა­მენ და იო­გა­თი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. კაცი ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბა და ჩუ­მად უღებს მათ, თუმ­ცა ის შემ­თხვე­ვით ტოტს აბი­ჯებს ფეხს და შემ­კრთა­ლი ქა­ლე­ბი უცებ ძრო­ხე­ბად იქ­ცე­ვი­ან.

რეკ­ლა­მა მთავ­რდე­ბა სი­ტყვე­ბით: "კამ­კა­მა წყა­ლი, ორ­გა­ნუ­ლი საკ­ვე­ბი, 100%-ით სუფ­თა "სე­უ­ლის რძე'. ორ­გა­ნუ­ლი რძე ორ­გა­ნუ­ლი რან­ჩო­დან ჩე­ონ­გი­ან­გის სა­სი­ა­მოვ­ნო ბუ­ნე­ბა­ში".

რეკ­ლა­მამ მას­შტა­ბუ­რი დე­ბა­ტე­ბი გა­მო­იწ­ვია სექ­სიზ­მი­სა და გენ­დერუ­ლი სენ­სი­ტი­უ­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ კრი­ტი­კა ქა­ლე­ბის ძრო­ხე­ბად გა­მო­სახ­ვით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლა. ბევ­რი იყო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცი ფა­რუ­ლად უღებ­და ქალ­თა ჯგუფს. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში მოხ­ში­რე­ბუ­ლია მსგავ­სი ჯა­შუ­შუ­რი კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბის ფაქ­ტე­ბი და ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ეს ქა­ლე­ბის­თვის ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

myquiz