"შესაძლოა, "ომიკრონი" მსოფლიოსთვის პანდემიიდან გამოსავალი გახდეს... ხალხს მსუბუქად გადააქვს" - რა შეცვალა ახალმა შტამმა დანიაში? | Allnews.Ge

"შესაძლოა, "ომიკრონი" მსოფლიოსთვის პანდემიიდან გამოსავალი გახდეს... ხალხს მსუბუქად გადააქვს" - რა შეცვალა ახალმა შტამმა დანიაში?

დიდი ხანი არ არის, რაც და­ნია მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია გა­ა­უქ­მა და ხალ­ხი ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და... თუმ­ცა სამ­ხრეთ აფ­რი­კულ­მა ახალ­მა შტამ­მა "ომიკ­რონ­მა" არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ა­ში გა­მო­იწ­ვია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა და ამ მხრივ არც და­ნია აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი... ამ და სხვა სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ზაზა, და­ნია იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნა და ხალ­ხი ადა­მი­ა­ნურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და... თუ შე­იც­ვა­ლა რამე მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შტა­მი "ომიკ­რო­ნი" გა­მოჩ­ნდა?

- დიახ ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა... ისევ შე­მო­ი­ღეს შე­ზღუდ­ვე­ბი, ისე­თი სიმ­ძაფ­რით არა, რო­გორც ადრე იყო, მაგ­რამ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ტრან­სპორ­ტსა და ნე­ბის­მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლამ პირ­ბა­დით უნდა ია­როს. ღია სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მაქ­სი­მუმ 50 ადა­მი­ა­ნია დაშ­ვე­ბუ­ლი, რეს­ტო­რა­ნი იქ­ნე­ბა თუ სხვა ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ღია სივ­რცე­ში ასი კა­ცის შეკ­რე­ბაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, მე­ტის არა... ბავ­შვებს 15 დე­კემ­ბრი­დან 4 იან­ვრამ­დე და­ი­თხო­ვენ, ანუ უფრო ადრე, ვიდ­რე სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბი მო­უ­წევთ.

რო­გორც ვი­ცით, ახალ შტამს ის თვი­სე­ბა ახა­სი­ა­თებს, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, თო­რემ ავა­დო­ბის მხრივ მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ ახა­სი­ა­თებს. ჯერ­ჯე­რო­ბით რა­საც ვხე­დავთ, მარ­თლაც ასეა... და­ნი­ა­შიც ვერ ვი­ტყო­დი რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყოს. 6 მი­ლი­ო­ნი­ან და­ნი­ა­ში 3 ათა­სამ­დე გარ­დაც­ვლი­ლია, რაც ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა, უბ­რა­ლოდ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით არის და­ბა­ლი ციფ­რი...

- მე­სა­მედ აც­რილ­თა რი­ცხვი მა­ღა­ლია?

- დიახ, უკვე ერთ მი­ლი­ო­ნამ­დეა მე­სა­მე აც­რილ­თა რი­ცხვი. სას­წა­უ­ლად სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს აც­რე­ბი და ეგ კი არა 45 წლი­დან 60 წლამ­დე ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, თუ რა­ღაც დრო­ზე ჰქონ­დათ მე­სა­მე აცრა და­ნიშ­ნუ­ლი, თა­რი­ღი გად­მო­წი­ონ და სას­წრა­ფოდ აიც­რან... მე პი­რა­დად მე­სა­მე აცრა ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვი­კე­თე და რო­გორც წინა ორზე, ამ აც­რა­ზეც არა­ფე­რი მიგ­რძვნია, უმ­სუ­ბუ­ქე­სად ჩა­ი­ა­რა. რო­გორც უკვე ამ­ბო­ბენ, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც იცავს აცრა ახა­ლი შტა­მის­გან. ეს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბია.

სხვა­თა­შორს არის მო­საზ­რე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დია, რომ "ომიკ­რო­ნი" ჩქა­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა პან­დე­მი­ი­დან გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს... ეს ვა­რა­უ­დი ნორ­ვე­გი­ლე­ბე­მა გა­მოთ­ქვეს. რად­გან ასე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ხალ­ხს მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვს, შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად ეს იყოს და­სას­რუ­ლი... შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, მაგ­რამ არა­ვინ არ გვირ­ჩევს გავ­თა­მამ­დეთ და ფრთხი­ლად არ ვი­ყოთ, რომ "ომიკ­რო­ნი" თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი შტა­მი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ!

- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა თუ მი­ი­ღეთ რამე გარ­კვე­უ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ?

- არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა რომ ზო­გა­დი შე­ზღუდ­ვე­ბია და აც­რე­ბი უნდა დაჩ­ქარ­დეს. შე­ზღუდ­ვე­ბის და აც­რის გარ­და სხვა ია­რა­ღი ვირუ­სის ასა­ცი­ლებ­ლად არც არ­სე­ბობს! და­ნი­ა­შიც თით­ქოს ბევ­რი რამ არ შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ში სიფრ­თხი­ლე იგ­რძნო­ბა. მა­გა­ლი­თად, გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც შე­ყოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ა­ვა­დეს... მოკ­ლედ ამ­ჯე­რად და­ნი­ა­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის შე­ზღუდ­ვე­ბია.

მე კი ისევ და ისევ ვი­მე­ო­რებ რომ აც­რაა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი გა­მო­სა­ვა­ლი! არ ვიცი, მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა უნდა გა­მოს­ცა­დოს აუც­რე­ლო­ბის სიმ­წა­რე? ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი! ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და პი­რი­ქით, უნდა ვიხ­ვე­წე­ბო­დეთ, ოღონ­დაც აგ­ვცრან! არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა აცრა ეჭვქვეშ და­სა­ყე­ნე­ბე­ლი. რაც უფრო დრო გა­დის ვრწმუნ­დე­ბით, რომ სა­დაც მეტი აც­რილ­თა რი­ცხვია, იქ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად არის ყვე­ლა­ფე­რი! სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ავა­დო­ბა და­ბა­ლია...

აც­რებ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა გლო­ბა­ლუ­რი გა­მოც­და, ანუ რა­საც დაგვპირ­დნენ (მძი­მე და­ა­ვა­დე­ბი­სა­გან დაც­ვა), ეს შეს­რულ­და, მაგ­რამ რად­გან მუ­დამ ახა­ლი შტა­მე­ბი აღ­მო­ცენ­დე­ბა, აც­რებს არ უნდა მოვ­თხო­ვოთ ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა­გან დაც­ვა, თუმ­ცა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის აც­რე­ბის იო­ლად მო­დი­ფი­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რათა ახა­ლი შტა­მე­ბი­სა­გან დაგ­ვიც­ვას.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რთუ­ლად შე­სა­გუ­ე­ბე­ლი გახ­და მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბიც...

- და­ნი­ა­ში მწვა­ნე პას­პორ­ტის მსგავ­სი დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს... ბევრ რა­მე­ში იზღუ­დე­ბი აცრა თუ არ გაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ასეც უნდა იყოს! მე თუ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ეს ვირუ­სი თა­ვი­დან ამე­რი­დე­ბი­ნა, სხვაც ასე უნდა ცდი­ლობ­დეს... ამ დროს შენს გვერ­დით ჩნდე­ბა აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვირუ­სის გა­და­ტა­ნის დიდი ალ­ბა­თო­ბა აქვს და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია დაგ­ვა­ა­ვა­დოს. ეს ძა­ლი­ან არა­სო­ლი­და­რუ­ლი ნა­ბი­ჯია! და­ნი­ა­ში დიდი ძვრე­ბი არც ახ­ლაა და ალ­ბათ არც მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­ცით ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი სა­დაც აუც­რე­ლებ­ზე უმ­კაც­რე­სი შე­ზღუდ­ვე­ბია. და­ნი­ა­ში მა­გა­ლი­თად ახლა სა­შო­ბაო თავ­ყრი­ლო­ბა გვქონ­და თა­ნამ­შრომ­ლებს და რეს­ტო­რან­ში შე­სას­ვლე­ლად მწვა­ნე პას­პორ­ტის მსგავ­სი ან იმ დღის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი იყო სა­ჭი­რო.

სამ­წუ­ხა­როდ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ძა­ლი­ან შე­უ­ვა­ლე­ბი არი­ან, რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი მათ­ზე არ მუ­შა­ობს, რა­ღაც გა­მო­გო­ნილ ფა­ქებს კი უსი­ტყვოდ უჯე­რე­ბენ. მარ­თლა რე­ა­ლო­ბა კი ისაა რომ მი­ლი­არ­დამ­დე აც­რი­ლია და იმ­დე­ნად მცი­რეა გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, თით­ქმის უმ­ნიშ­ვნე­ლო...

არა­ნა­ი­რი პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ვიც­ვათ და ავიც­რათ! ასე და­ვა­მარ­ცხებთ ვირუსს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!