კანადაში ადგილობრივი ინდიელები ფულად კომპენსაციას მიიღებენ- რა ოდენობის თანხას მისცემენ პირებს, რომლებიც სკოლა-პანსიონებში ცხოვრობდნენ
კანადაში პირები, რომლებიც აბორიგენებისათვის განკუთვნილ სკოლა-პანსიონებში ცხოვრობდნენ, კომპენსაციით სახით 40 000 კანადურ დოლარს (31 000 აშშ დოლარი) მიიღებენ. ამისათვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 40 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი გამოიყოფა.
BBC-ის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებს თითოეული ადგილობრივი ინდიელი, რომელიც ოჯახს იძულებით მოაშორეს და სკოლა-პანსიონში გადაიყვანეს, სადაც საკმაოდ მკაცრ პირობებში უწევდათ ცხოვრება.
”ფული არ ნიშნავს სამართლიანობას, თუმცა, ის მიანიშნებს, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. შემოთავაზებული კომპენსაციის პაკეტის მოცულობა არის იმის მაგალითი, თუ რამდენი ჩვენი შვილი განდევნეს ოჯახებიდან და თემებიდან,”- განაცხადა როზეენ არჩიბალდმა, „პირველი ერების“ ასამბლეის ეროვნულმა ხელმძღვანელმა.
კანადაში სკოლა-პანსიონები 1863-დან 1998 წლამდე ფუნქციონირებდა. ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში ევროპელების დასახლებასა და ტერიტორიების ათვისებასთან ერთად ადგილობრივი ინდიელების ასიმილაციის პროცესი მიმდინარეობდა.
საერთო ჯამში მსგავს პანსიონებში 150 000-ზე მეტი ადგილობრივი ინდიელი სწავლობდა. ძალადობისა და ცუდი პიროებების გამო პანსიონებში ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები ხშირიად ხდებოდა.