ივლისში ჩინეთმა პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა- რა წერია ცინხუას უნივერსიტეტის კვლევაში? | Allnews.Ge

ივლისში ჩინეთმა პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა- რა წერია ცინხუას უნივერსიტეტის კვლევაში?

ცინხუას უნივერსიტეტის კვლევის თანამხად, მიმდინარე წლის ივლისში ჩინეთმა პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა.

Euronews წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ღრუბლების მასას აკონტროლებს, ღონისძიების წინ წვიმა ხელოვნურად შეაჩერა, რადგან მათ სურდათ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისადმი მიძღვნილი ზეიმი უღრუბლო ამინდში ჩატარებული და მას ათასობით ადამიანი დასწრებოდა.

1100x619-cmsv2-03df8c9c-2ade-5f88-9990-71e423cc0246-6290004-1639113001.jpg

კვლევის მიხედვით, ჩინეთში ჰაერში სპეციალური ქიმიკატები გააფრქვიეს, რამაც ღრუბლები დაშალა. მათი თქმით, ქიმიკატები გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს და გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.

როგორც ცნობილია, მსგავსი ტექნოლოგია ჩინეთმა პირველად 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გამოიყენა, რაზეც მილიონობით დოლარი დაიხარჯა.

myquiz