ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი, რომელსაც ყველაზე უემოციო ადამიანს უწოდებენ | Allnews.Ge

ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი, რომელსაც ყველაზე უემოციო ადამიანს უწოდებენ

გერ­მა­ნი­ა­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლის 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­და და კან­ცლე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა სო­ცი­ალ დე­მოკ­რა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ოლაფ შოლცმა და­ი­კა­ვა. გერ­მა­ნი­ის ახა­ლი მთავ­რო­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რია და კო­ა­ლი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" და "მწვა­ნე­თა პარ­ტია."

ოლაფ შოლ­ცი - "შოლ­ზო­მა­ტი" და კაცი, რო­მელ­საც ან­გე­ლა მერ­კელ­თან აი­გი­ვე­ბენ

გერ­მა­ნი­ის ახალ კან­ცლერს, 63 წლის პო­ლი­ტი­კოსს, ოლაფ შოლცს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მეტ­სა­ხე­ლად "შოლ­ზო­მატს" ეძახ­დნენ, რად­გა­ნაც თვლიდ­ნენ, რომ მას ჰქონ­და რო­ბო­ტუ­ლი იმი­ჯი, სა­უბ­რის მა­ნე­რა და ყო­ველ­თვის გა­ნუხ­რე­ლად მის­დევ­და მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა ეს წლე­ბის წინ იყო. შოლცმა შეძ­ლო თავი და­ეღ­წია ამ იმი­ჯის­თვის და მარ­თა­ლია, ემო­ცი­უ­რო­ბით არც ახლა გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლია მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და მოქ­ნი­ლად მარ­თოს სხვა­დას­ხვა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და გა­მო­სა­ვა­ლი მარ­ტი­ვად იპო­ვოს.

გერ­მა­ნი­ა­ში თვლი­ან, რომ შოლ­ცი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ქმე­დე­ბე­ბით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნა­მორ­ბედს, ან­გე­ლა მა­ერ­კელს.

sholci4-42088-1639043358.jpg

“ის იმი­ტომ აირ­ჩი­ეს, რომ ძა­ლი­ან ჰგავს ან­გე­ლა მერ­კელს. მას აქვს მკა­ფიო მიზ­ნე­ბი და გეგ­მა მათ მი­საღ­წე­ვად და თუ არ გა­მო­დის, ამ­ბობს - კარ­გი, შემ­დეგ ჯერ­ზე უკე­თე­სად ვცდი“, - ამ­ბობს Hamburger Abendblat-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ლარს ჰა­ი­დე­რი.სა­ნამ პო­ლი­ტი­კო­სო­ბას გა­და­წყვეტ­და, შოლ­ცი მშობ­ლი­ურ ჰამ­ბურ­გში იუ­რის­ტად მუ­შა­ობ­და. 1998 წელს კი პარ­ლა­მენ­ტში აირ­ჩი­ეს. 2000-იან წლებ­ში, კან­ცლერ გერ­ჰარდ შრე­დე­რის დროს, შოლ­ცი გახ­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი. შრე­დე­რი შე­იძ­ლე­ბა მის პო­ლი­ტი­კურ მენ­ტო­რა­დაც კი ჩა­ით­ვა­ლოს.

sholci-42112-1639043378.jpg

ოლაფ შოლ­ცი ად­რე­ულ წლებ­ში

რო­დე­საც მერ­კელ­მა 2005 წელს შრე­დე­რი შეც­ვა­ლა და პირ­ვე­ლი დიდი კო­ა­ლი­ცია შექ­მნა, შოლ­ცი შრო­მის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2007 -2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის გეგ­მა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. 2018 წელს შოლ­ცი გახ­და გერ­მა­ნი­ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი და ასე­ვე გერ­მა­ნი­ის ვიცე-კან­ცლე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ი­კა­ვა.

sholci3-42150-1639043397.jpg

მთა­ვა­რი სი­სუს­ტე

Hamburger Abendblat-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ლარს ჰა­ი­დე­რის თქმით, შოლ­ცის მთა­ვა­რი სი­სუს­ტე ისაა, რომ ის არ არის დიდი ორა­ტო­რი.

"ის თვლის, რომ პო­ლი­ტი­კო­სი არ უნდა გად­მოს­ცემ­დეს ემო­ცი­ებს და სწო­რედ ამი­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უე­მო­ციო ადა­მი­ა­ნი ჰგო­ნია. ეს სამ­წუ­ხა­როა, რად­გან ის, რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც აქვს გრძნო­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამ ემო­ცი­ებს არას­დროს გა­მო­ხა­ტავს", - ამ­ბობს ჰა­ი­დე­რი.

sholci5-42210-1639043436.jpg

ფი­ნან­სე­ბი

ოლაფ შოლ­ცის, რო­გორც ტოპ პო­ლი­ტი­კო­სის წლი­უ­რი ხელ­ფა­სი აქამ­დე 180 000 ევრო იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, თუ რამ­დე­ნად მდი­და­რია, შოლ­ცის პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო - "არ ვთვლი, რომ მდი­და­რი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მაო თან­ხას გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ, სა­შუ­ა­ლო სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­ზე ოდ­ნავ მეტი მაქვს, ალ­ბათ."

გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის მე­დი­ას ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფრე­დე­რიკ მერ­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, შოლ­ცი მარ­თა­ლია სა­კუ­თარ თავს სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს უწო­დებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ორ კერ­ძო თვითმფრი­ნავს ფლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მე­დი­ა­ში ხში­რა­დაა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი.

ოჯა­ხი

sholci2-42401-1639043482.jpg

შოლ­ცის მშობ­ლე­ბი ტექ­სტი­ლის ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, მას ჰყავს ორი ძმა - ჯენ­სი და ინგო. ძმებს შო­რის უფ­რო­სი თვი­თო­ნაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, შოლ­ცი პრო­ტეს­ტან­ტულ ევან­გე­ლუ­რი რწმე­ნით გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ახლა არც ერთი რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის. შოლ­ცი გახ­და პირ­ვე­ლი კან­ცლე­რი, რო­მელ­საც ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის დროს ღმერ­თი არ უხ­სე­ნე­ბია.

ის 1998 წლი­დან და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე, ბრი­ტა ერნსტზე. შვი­ლე­ბი არ ჰყავთ.

ორი­ვე მათ­გა­ნის­თვის კა­რი­ე­რა ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გი­ლას იყო. წყვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ უკვე ათწლე­უ­ლე­ბია ერ­თად თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ.