"თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს" - პრინცი ჰარი | Allnews.Ge

"თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს" - პრინცი ჰარი

პრინ­ცი ჰარი, რო­მე­ლიც ახლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ქო­უ­ჩინ­გის და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის კომ­პა­ნი­ა­ში, BetterUp-ში მუ­შა­ობს, ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში თავს უბე­დუ­რად გრძნობს, უნდა წა­ვი­დეს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცის აზ­რით, ასე მოქ­ცე­ვა, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბით ეფექტს მო­ახ­დენს. ჰარი გვირ­ჩევს, რომ ყო­ველ­თვის ის საქ­მე ვა­კე­თოთ, რო­მე­ლიც გვა­ბედ­ნი­ე­რებს.

Fast Company-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მან ისიც თქვა, რომ პან­დე­მი­ის ფონ­ზე სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა, "არც ისე­თი ცუ­დია.“ იგი ამ­ბობს, რომ თვით­შე­მეც­ნე­ბას, ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაც ახ­ლავს თან.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის უკვე ყო­ფილ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პან­დე­მი­ის დროს სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, კულ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებს უწყო­ბენ ხელს.

"შე­იძ­ლე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად ისე ჩან­დეს, თით­ქოს ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წელ­მა წა­მოს­წია ეს სა­კი­თხე­ბი წინა პლან­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მწიფ­დე­ბო­და: ჩვენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ვართ.“ - ამ­ბობს ჰარი.

"თვი­თერ­ზე" ბევ­რი და­დე­ბი­თად შეხ­ვდა პრინ­ცი ჰა­რის მო­საზ­რე­ბებს: "ნე­ბის­მი­ერ რა­მეს, რაც ჩვენს ფსი­ქი­კა­ზე ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს, უნდა შე­ვეშ­ვათ,“ "სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი, ტოქ­სი­კუ­რი გა­რე­მოს და­ტო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.