"ფეისბუქის" კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც შესაძლოა, კომპანიას 150 მილიარდი დოლარი დაუჯდეს - რას ედავებიან "ფეისბუქს" როჰინჯა მუსლიმები? | Allnews.Ge

"ფეისბუქის" კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც შესაძლოა, კომპანიას 150 მილიარდი დოლარი დაუჯდეს - რას ედავებიან "ფეისბუქს" როჰინჯა მუსლიმები?

რო­ჰინ­ჯა მუს­ლი­მე­ბი მი­ან­მარ­ში არა­ლე­გალ მიგ­რან­ტე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ისი­ნი ათწლე­უ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან.

ახლა კი "ფე­ის­ბუქს" მათ მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრო­პა­გან­დის ხელ­შე­წყო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 150 მი­ლი­არდ დო­ლარს სთხო­ვენ.

ბრი­ტა­ნუ­ლი BBC-ის ცნო­ბით, 2017 წელს, მი­ან­მა­რის სამ­ხედ­რო­ებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვი დარ­ბე­ვა და­ი­წყეს რა­ხი­ნის შტატ­ში მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რო­ჰინ­ჯე­ბი თავს და­ესხნენ პო­ლი­ცი­ის პუნ­ქტებს. შე­დე­გად, მი­ან­მარ­ში, ასო­ბით რო­ჰინ­ჯა მუს­ლი­მი მოკ­ლეს. რო­ჰინ­ჯე­ბი კი "ფე­ის­ბუქს" ბრა­ლად სდე­ბენ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე და სა­ში­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში."

shutterstock-721861285-47372-1638951694.jpg

ბრი­ტა­ნულ­მა იუ­რი­დი­ულ­მა ფირ­მამ, რო­მე­ლიც რო­ჰინ­ჯე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს, "ფე­ის­ბუქს“ წე­რი­ლი მის­წე­რა. წე­რილ­ში კი წე­რია:

"ფე­ის­ბუ­ქის" ალ­გო­რით­მმა გა­აძ­ლი­ე­რა რო­ჰინ­ჯა ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა;კომ­პა­ნი­ამ "ვერ ჩადო ინ­ვეს­ტი­ცია“ მო­დე­რა­ტო­რებ­სა და ფაქ­ტე­ბის შემ­მოწ­მებ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ მი­ან­მა­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ;კომ­პა­ნი­ამ არ წა­შა­ლა ის პოს­ტე­ბი და ექა­უნ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­ჰინ­ჯე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და;საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მე­დი­ის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ფე­ის­ბუქ­მა“ ვერ მი­ი­ღო ადეკ­ვა­ტუ­რი და დრო­უ­ლი ზო­მე­ბი.

აშშ-შიც შე­ი­ტა­ნეს ად­ვო­კა­ტებ­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ჩი­ვა­რი "ფე­ის­ბუ­ქის“ წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ჩი­ვარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "რო­ჰინ­ჯა ხალ­ხის სი­ცო­ცხლე სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის პა­ტა­რა ქვეყ­ნის ბა­ზარ­ზე უკე­თე­სად შეღ­წე­ვის­თვის გა­წი­რეს."

ისი­ნი ასე­ვე ცი­ტი­რე­ბენ "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია: "ჩვენ ისე­ვე უნდა ვებ­რძო­ლოთ მათ, რო­გორც ჰიტ­ლე­რი ებ­რძო­და ებ­რა­ე­ლებს,“ "ნავ­თი და ცე­ცხლი უდ­ნათ, რომ უფრო მალე შეხ­ვდნენ ალაჰს“.

"ფე­ის­ბუქ­ში" აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.