რუსეთზე დიპლომატიური გამარჯვება თუ სტრატეგიული უკანდახევა? - ბაიდენი-პუტინის დახურული შეხვედრის დეტალები | Allnews.Ge

რუსეთზე დიპლომატიური გამარჯვება თუ სტრატეგიული უკანდახევა? - ბაიდენი-პუტინის დახურული შეხვედრის დეტალები

ორ სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და ამე­რი­კი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო და­ძა­ბუ­ლი ელო­და. და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ სა­უ­ბა­რი ძალ­ზედ და­ძა­ბულ ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან თავი მო­უ­ყა­რა ძალ­ზე დიდ სამ­ხედ­რო ძა­ლას, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი და კი­ე­ვი აცხა­დე­ბენ, რომ კრემ­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რა­ზეც ამე­რი­კის პო­ზი­ცია ასე­თია - ის არ აპი­რებს და­ტო­ვოს უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის პი­რის­პირ და სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­ტი­ნი სოჭ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ბა­ი­დე­ნი ვა­შინგტონ­ში, თეთრ სახ­ლში. სა­უ­ბა­რი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის ჯენ ფსა­კის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ კი­დევ ერთხელ ხაზი გა­უს­ვას აშშ-ის შეშ­ფო­თე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აქ­ტი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­რიგ ჯერ­ზე და­ა­დას­ტუ­როს აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი შე­ეც­დე­ბო­და, გა­და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პირი, რომ რუ­სულ მხა­რეს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­ე­წყვი­ტა.

original-1pld-31727-1638951376.jpg

უფრო კონ­კრე­ტულ თე­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დმიტ­რი პეს­კოვ­მა, რო­მელ­მაც პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­სა­უბ­რო თე­მე­ბი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის­კენ.

ცნო­ბი­ლია, რომ პუ­ტინ­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის კი­დევ ერთ რა­უნდს გა­მარ­თავს ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან, რაც იძ­ლე­ვა იმის ვა­რა­უ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბევ­რი რამ გა­და­წყდე­ბა და არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ისა­უბ­რეს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, რე­გი­ო­ნუ­ლი სა­კი­თხი ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რას მო­უ­ტანს მსოფ­ლი­ოს ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რის შეხ­ვედ­რა ამის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის აზრი ორად იყო­ფა, ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ პუ­ტი­ნი უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში მისი რე­ი­ტინ­გი და­ე­ცე­მა.

tvrain.ru-თან სა­უ­ბარ­ში ევ­რო­პი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პა­ველ შა­რი­კო­ვი ამ­ბობს, რომ პუ­ტი­ნი ბა­ი­დე­ნის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბას შე­ეც­დე­ბო­და, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რია და თა­ვად ქმნის პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­სა და ამინდსაც.

"ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რა­ი­მე სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ას არ ველი, დიდი ალ­ბა­თო­ბით კრემ­ლი და თეთ­რი სახ­ლი მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრეს-რე­ლი­ზებს გა­ავ­რცე­ლე­ბენ და ამით ამო­ი­წუ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტი­კას, შე­საძ­ლოა, ბა­ი­დე­ნის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის გარ­კვე­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აი­ღებს უკ­რა­ი­ნას­თან, შე­საძ­ლოა, ბე­ლა­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ვფიქ­რობ, კი­ე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის ქე­ი­სი გან­სხვავ­დე­ბა - ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს სჭირ­დე­ბა კრემ­ლის­გან კონ­კრე­ტუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი, რომ არ გეგ­მავს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმას" - მი­აჩ­ნია შა­რი­კოვს.

putinibaideni-31837-1638951481.jpg

vedomosti.ru-ს ცნო­ბით, თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა გან­მარ­ტა, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, მისი და მისი ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის პო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა და ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნის ირ­გვლივ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გამო და მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და მისი ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მათ სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა ზო­მე­ბით უპა­სუ­ხე­ბენ“.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­რო უცხა­დებს, რომ გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას ვე­ლო­დოთ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, რად­გან ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რის სა­უ­ბა­რი და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, მხო­ლოდ თარ­ჯიმ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში წა­რი­მარ­თა.

მათი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნი ფრაგ­მენ­ტი გა­ვი­და პირ­და­პირ ეთერ­ში, სა­დაც პუ­ტი­ნი ამე­რი­კელ ლი­დერს მი­ე­სალ­მა, რო­მელ­მაც, სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა, რომ არ შეხ­ვედ­რია რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ოქ­ტომ­ბერ­ში რომ­ში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე, სა­დაც რუ­სეთს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი წარ­მო­ად­გენ­და. ბა­ი­დენ­მა გა­მოთ­ქვა იმე­დი, რომ მო­მა­ვალ­ში პი­რა­დად შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა საბ­ჭოს (RIAC) ექ­სპერ­ტი მაქ­სიმ სუ­ჩკო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ში­ნაო კუ­თხით, ბა­ი­დენს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ აქვს, ამი­ტომ ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბა გარე კრი­ზის­სა და გარე მტერ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს.

"შე­სა­ბა­მი­სად, ბა­ი­დე­ნი ეც­დე­ბა, პუ­ტინ­თან გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის შე­დე­გე­ბი ამე­რი­კე­ლებს შე­ა­სა­ღოს, რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ამ­ბო­ბენ, რომ ის პუ­ტინს ძა­ლი­ან მწვა­ვე სა­დამ­სჯე­ლო ზო­მე­ბით და­ე­მუქ­რა და ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რა არ უნდა გა­კეთ­დეს..." - გან­მარ­ტავს სუ­ჩკო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ს სურს, თავი ავ­ტოკ­რა­ტი­ებ­თან ბრძო­ლა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს" ლი­დე­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

"მოს­კოვს ახლა არ აქვს სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სურს მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვროს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნია უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, რაც რუ­სე­თის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე, ბოლო დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი დონ­ბას­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია, ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და გაზ­რდი­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი კი­ევ­სა და ვა­შინგტონს შო­რის... თა­ვის მხრივ, კრემ­ლი ში­შობს, რომ კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, კი­ე­ვი ნა­ტო­ში შეს­ვლას სას­წრა­ფოდ შე­ეც­დე­ბა" - ამ­ბობს სუ­ჩკო­ვი.

myquiz