"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები? | Allnews.Ge

"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?

კო­რო­ნა­ვი­სის ახა­ლი შტა­მი 25 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. ჯან­მო-მ მას სა­ხე­ლად "ომიკ­რო­ნი" მი­ა­ნი­ჭა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის მთა­ვა­რი ჰოს­პი­ტა­ლის მო­ნა­ცე­მებთ, კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი - შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის პრე­ტო­რი­ას კლი­ნი­კამ, 14-დან 29 ნო­ემ­ბრამ­დე სულ 166 კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტი მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში 42 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

61a49ec7ee979500188411ba-54740-1638854869.jpg

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ექი­მი, ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ცაა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვა. კო­ეტ­ზის ეჭ­ვე­ბი მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც მისი კლი­ნი­კის 7 პა­ცი­ენტს, დელ­ტა ვა­რი­ან­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიპ­ტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა.

პა­ცი­ენ­ტე­ბი უმე­ტე­სად იმის გამო აკი­თხავ­დნენ კლი­ნი­კას, რომ სა­ში­ნე­ლი დაღ­ლი­ლო­ბა აწუ­ხებ­დათ, ასე­ვე უჩი­ოდ­ნენ ყე­ლის "ფხაჭ­ნას“ და მშრალ ხვე­ლას“, - აცხა­დებს კო­ეტ­ზი. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მათ­გა­ნი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და შინ მკურ­ნა­ლო­ბას.

ექიმ ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზის დაკ­ვირ­ვე­ბით, ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, 40 წლის და უფრო ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%, რო­მელ­საც ის მკურ­ნა­ლობ­და, არ იყო აც­რი­ლი.

"დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ომიკ­რონს“ არ ახა­სი­ა­თებს სუ­ნის ან გე­მოს და­კარ­გვა, ჯერ არ გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა ჟანგბა­დის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ­დნა.

state-division-problems-dont-journey-warnings-to-8-international-locations-amid-omicron-variant-considerations-1-54912-1638854950.jpg

ორ­შა­ბათს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის ჯანნ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მოწ­ვე­ულ ბრი­ფინგზე, ზო­გად­მა პრაქ­ტი­კოს­მა დოქ­ტორ­მა უნ­ბენ პი­ლა­იმ ჩა­მოთ­ვა­ლა სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თაც "ომიკ­რო­ნის“ მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ავ­ლენ­დნენ - "მშრა­ლი ხვე­ლა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ტკი­ვი­ლი სხე­ულ­ში, დაღ­ლი­ლო­ბა. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“ - ამ­ბობს ის.

დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ისიც ვი­ცით, რომ კო­ვიდ­პა­ლა­ტებ­ში, ბოლო 18 თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 8.5 დღე უწევ­დათ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლოდ დარ­ჩე­ნა, ახლა კი დღე­ე­ბის რი­ცხვი 2.8-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. ვირუ­სის ახალ ვა­რი­ანტს ბევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვით ხვდე­ბა.

"ომიკ­რო­ნის“ უკვე ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 38 ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა ამ შტა­მის შე­დე­გად სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ომიკ­რო­ნი“ "შეშ­ფო­თე­ბის ვა­რი­ან­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და, მაგ­რამ ხალ­ხს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და და თქვა, რომ იმის გარ­კვე­ვას, თუ რამ­დე­ნად სა­ში­შია და გა­დამ­დე­ბი ეს ვა­რი­ან­ტი, კი­დევ ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა.

პა­რას­კევს, მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ი­ის სპი­კერ­მა, ქრის­ტი­ან ლინდმე­ი­ერ­მა ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, უკვე და­ე­წყოთ მზა­დე­ბა ახალ ვა­რი­ან­ტთან საბ­რძოლ­ვე­ლად - "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ "ომიკ­რო­ნი“ გავ­რცელ­დე­ბა და ჯო­ბია, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მზად იყოს მას­თან შე­სახ­ვედ­რად.“

myquiz