უკრაინელმა ბავშვებმა, შესაძლოა ოლიგარქების გადასახადებიდან ანგარიშებზე 10-20 ათასი დოლარი მიიღონ | Allnews.Ge

უკრაინელმა ბავშვებმა, შესაძლოა ოლიგარქების გადასახადებიდან ანგარიშებზე 10-20 ათასი დოლარი მიიღონ

დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში „ეკონომიკური პასპორტის შესახებ“ პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე არის განთავსებული. თუმცა დოკუმენტის ტექსტი ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. კანონპროექტი პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულია, როგორც „გადაუდებელი“.

უკრაინის ეკონომიკური პასპორტის შემოღება პრეზიდენტ ზელენსკიმ უმაღლესი რადას 1-ელ დეკემბრის სხდომაზე გამოსვლის დროს დააანონსა.

ukraina-1638797686-1638854316.jpg

„ჩვენ კენჭი ვუყარეთ კანონს, რომელიც უკრაინის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ქირას და გადასახადს ზრდის. ამ თანხებს კონკრეტულად ჩვენს შვილებზე მივმართავთ... ჩვენი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრით სარგებლობისთვის გადასახადებს უკრაინის მოქალაქეების შვილების პირად ანგარიშებზე დავაგროვებთ. სრულწლოვნობის მიღწევის შემდეგ, ჩვენი შვილები შეძლებენ, ეს თანხა განათლების მისაღებად ან საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოიყენონ. ამ კანონის წყალობით, ოლიგარქები ჩვენი შვილების მომავლის ინვესტორები გახდებიან, რასაც მათ ვულოცავ!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ სრულად

myquiz