როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა | Allnews.Ge

როგორ დაემშვიდობა გერმანია ლიდერს, რომელიც ქვეყანას 16 წელი მართავდა

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ან­გე­ლა მერ­კე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას მომ­დევ­ნო კვი­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვებს და ამით მისი 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა დას­რულ­დე­ბა.

ბერ­ლინ­ში მერ­კე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ცი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და ის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით გა­ა­ცი­ლეს. ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და 52 პო­ლი­ტი­კო­სი - ის მი­ნის­ტრე­ბი, რომ­ლებ­საც მერ­კე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ეკა­ვათ თა­ნამ­დე­ბო­ბა.

merkel-38819-1638519203.jpg

ან­გე­ლა მერ­კელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვი­თაც მი­მარ­თა, თუმ­ცა ეს იყო მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­მად­ლო­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა. მან ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს.

"მმარ­თვე­ლო­ბის 16 წელი სავ­სე იყო ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

samxedro-38795-1638519183.jpg

ცნო­ბის­თვის, სამ­მა გერ­მა­ნულ­მა პარ­ტი­ამ - სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა, თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა და "მწვა­ნე­ებ­მა“ ქვეყ­ნის ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ­ლის ლი­დე­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ოლაფ შოლ­ცი იქ­ნე­ბა. კო­ა­ლი­ცი­ას ხა­ტოვ­ნად "შუქ­ნი­შა­ნი“ უწო­დეს, მას­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით: წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე.

2021 წლის 26 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი ბუნ­დეს­ტა­გის (პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის) შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, მე-2 - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა, მე-3 - "მწვა­ნე­ებ­მა“ და მე-4 - "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა“. და რად­გან ან­გე­ლა მერ­კე­ლის პარ­ტი­ამ - "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებ­მა“ - უარი გა­ნა­ცხა­დეს ახალ მთავ­რო­ბა­ში შეს­ვლა­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თეს "მწვა­ნე­ებ­თან“ და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან“.