გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა - კომპენსაციის სახით ის მილიონობით დოლარს მიიღებს | Allnews.Ge

გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა - კომპენსაციის სახით ის მილიონობით დოლარს მიიღებს

ევი თუმბსი 20 წლის გო­გო­ნაა ბრი­ტა­ნე­თი­დან და სპი­ნა ბი­ფი­და­თია (თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი) და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ხში­რად უწევს კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნა. ყო­ვე­ლი­ვეს გამო ის დე­და­მი­სის ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს და მი­იჩ­ნევს, რომ ექიმს ქა­ლის­თვის შვი­ლის გა­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ცა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მკურ­ნალ­მა ევის დე­დას, ქე­რო­ლა­ინს, და­ორ­სუ­ლე­ბამ­დე არ უთხრა, რომ ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლად სჭირ­დე­ბო­და, რის გა­მოც ევი აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით და­ი­ბა­და. ევის სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლომ ახ­ლა­ხანს გა­ნი­ხი­ლა და პრო­ცე­სი მის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და.

გო­გო­ნას მტკი­ცე­ბით, დე­და­მი­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ექიმს რომ გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, ქალი ბავ­შვის ჩა­სახ­ვა­ზე აღარ იფიქ­რებ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ევი სა­ერ­თოდ არ მო­ევ­ლი­ნე­ბო­და ამ ქვე­ყა­ნას.

evietoombes-10-49364-1638511574.jpg

ლონ­დო­ნის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ევი თუმბსი ექი­მის­გან და კლი­ნი­კის­გან კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს მი­ი­ღებს, თუმ­ცა ზუს­ტი თან­ხა არ კონ­კრეტ­დე­ბა.

ქე­რო­ლა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბით, როცა ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე იყო, მან მხო­ლოდ ის უთხრა, რომ თუ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბო­და, ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის მი­ღე­ბა აღარ იყო სა­ჭი­რო: "მას რომ ეთ­ქვა, ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის კურ­სია სა­ჭი­როო, ჯერ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­ვივ­ლი­დი და შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ­დი ჩა­სახ­ვა­ზე“, - ამ­ბობს ქალი.

ევის ხერ­ხემ­ლის ნერ­ვუ­ლი დე­ფექ­ტი აქვს, რის გა­მოც, მისი მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო და უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა შშმ პი­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ეტლზე.

evietoombes-11-49391-1638511603.jpg

ქე­რო­ლა­ი­ნის მკურ­ნა­ლი ექი­მი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ეჭვს გა­მოთ­ქვამს, რომ პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლოა, მას­თან ვი­ზი­ტის დროს უკვე იყო კი­დეც ფეხ­მძი­მედ. მო­სა­მარ­თლემ ექი­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა და უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც ევის უწევს, მან მო­ა­ხერ­ხა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ჯი­რი­თე გახ­და. მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რებ­ში და არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

myquiz