ლეო მესის მეშვიდე ოქროს ბურთი და შვილები, რომლებიც დაჯილდოების ვარსკვლავებად იქცნენ | Allnews.Ge

ლეო მესის მეშვიდე ოქროს ბურთი და შვილები, რომლებიც დაჯილდოების ვარსკვლავებად იქცნენ

არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ლეო მესი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი პარი-სენ ჟერ­მე­ნის ღირ­სე­ბას იცავს, კა­რი­ე­რა­ში მეშ­ვი­დედ და­სა­ხელ­და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, მეშ­ვი­დედ გა­და­ე­ცა ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო, ოქ­როს ბურ­თი, რაც რე­კორ­დია.

34 წლის მე­სიმ მიმ­დი­ნა­რე წელს თა­ვის ქვე­ყა­ნას "კოპა ამე­რი­კა" მო­ა­გე­ბი­ნა, რაც მისი პირ­ვე­ლი ჯილ­დო იყო ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თან ერ­თად. 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ტა­ნა 40 გოლი - 28 ბარ­სე­ლო­ნას რი­გებ­ში, ოთხი პა­რი­ზულ კლუბ­ში, ხოლო რვა არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში.

პო­ლო­ნე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი წელს ოქ­როს ბურ­თის მო­გე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ პრე­ტენ­დენ­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რა­დაც მის გა­რე­შე დარ­ჩა და სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ჩელ­სის იტა­ლი­ე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლი, ჟორ­ჟი­ნიო მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და, მად­რი­დის რე­ა­ლის ფრან­გი შემ­ტე­ვი, ქა­რიმ ბენ­ზე­მა კი მე­ო­თხე პო­ზი­ცი­ას დას­ჯერ­და.

mesi5-41138-1638264317.jpg

ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ხმა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 180-მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მის­მა. "შე­სა­ნიშ­ნა­ვია ისევ აქ ყოფ­ნა ორი წლის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ოქ­როს ბურ­თი უკა­ნას­კნე­ლად მო­ვი­გე. მა­შინ უკვე ადა­მი­ა­ნე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ვა­ნე­ბებ­დი ფეხ­ბურ­თის თა­მაშს თავს , მაგ­რამ ახლა მე აქ ვარ, პა­რიზ­ში და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. არ ვიცი არის თუ არა ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო წელი. მე ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რა მქონ­და, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ბევ­რი კრი­ტი­კის შემ­დეგ არ­გენ­ტი­ნას­თან ერ­თად მო­გე­ბუ­ლი ტი­ტუ­ლით“, - აღ­ნიშ­ნა მე­სიმ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

copaamerika-41069-1638264345.jpg

მან­ვე მი­მარ­თა პო­ლო­ნელ ფეხ­ბურ­თელს, რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკის:"რო­ბერტს მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩემ­თვის პა­ტი­ვია მას­თან მე­ტო­ქე­ო­ბა, ის იმ­სა­ხუ­რებ­და ამ ჯილ­დოს მო­გე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მე­სიმ.

ლეო მესი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ოჯახ­თან ერ­თად, ცოლ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწო­რედ მის­მა ოჯა­ხურ­მა ფო­ტო­ებ­მა მი­ი­პყრო დიდი ყუ­რა­დღე­ბა. მე­სი­სა და მის სამ შვილს ერ­თნა­ი­რი სა­მო­სი ეცვა.

mesi1-40912-1638264377.jpg

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ვი­დეო, სა­დაც ჩანს თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ მის შვი­ლებს მა­მის კი­დევ ერთ აღი­ა­რე­ბა­ზე:

"მესი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია და მის­მა შვი­ლებ­მა ეს იცი­ან“, - ასე აფა­სე­ბენ "ტვი­ტერ­ში“ ბავ­შვე­ბის რე­აქ­ცი­ას.

myquiz