რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება - სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს | Allnews.Ge

რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება - სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს

იო­სებ სტა­ლი­ნის შვილ­თაშ­ვი­ლი, სე­ლიმ ბენ­სა­ა­დი, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს, პატ­რი­არქ კი­რილს სთხოვs გახ­დეს "მო­სა­მარ­თლე“ იმ დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც სტა­ლი­ნის ცხედ­რის გა­დას­ვე­ნე­ბას ეხე­ბა. ბენ­სა­ა­დის წე­რილს bloknot.ru ავ­რცე­ლებს.

ბენ­სა­ა­დი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სტა­ლინს სურ­და დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო ნო­ვო­დე­ვი­ჩის სა­საფ­ლა­ო­ზე, მისი მე­ო­რე მე­უღ­ლის, ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას გვერ­დით. გარ­და ამი­სა, ის ითხოვს ცხედ­რის გაკ­ვე­თას, რათა გა­და­ა­მოწ­მოს ჰი­პო­თე­ზა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტა­ლი­ნი მო­წამ­ლეს. ბენ­სა­ადს ასე­ვე სჯე­რა, რომ მისი დიდი ბა­ბუა ღრმად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო.

მი­სი­ვე თქმით, სურ­და, რომ ხატი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ლინს ეკუთ­ვნო­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის გა­და­ე­ცა.

სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მისი ცხე­და­რი წი­თელ მო­ე­დან­ზე, მავ­ზე­ლე­უმ­ში მო­ა­თავ­სეს, ხოლო 1961 წელს კრემ­ლის კე­დელ­ში დაკ­რძა­ლეს.

ცნო­ბის­თვის, სე­ლიმ ბენ­სა­ა­დის ბა­ბუა იყო სტა­ლი­ნის ვაჟი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბა­ში და­ი­ღუ­პა. ია­კო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, გა­ლი­ნა ჯუ­ღაშ­ვი­ლი ალ­ჟი­რელ მა­მა­კაც­ზე, ჰო­სინ ბენ­სა­ად­ზე და­ქორ­წინ­და. სე­ლი­მი გა­ლი­ნა­სა და ჰო­სი­მის შვი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ჟურ­ნა­ლისტ ლანა პარ­ში­ნას­თან ერ­თად და­წე­რა წიგ­ნი "სტა­ლი­ნის ოჯა­ხის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი.“

myquiz