რას აცხადებს ჯანმო კორნავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ? | Allnews.Ge

რას აცხადებს ჯანმო კორნავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ?

"ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არის თუ არა “ომიკ­რო­ნი“ სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან, მათ შო­რის “დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტთან, შე­და­რე­ბით უფრო გა­დამ­დე­ბი" - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ აფ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­ზარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი იმის და­სად­გე­ნად, ამის მი­ზე­ზი "ომიკ­რო­ნია“ თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ უც­ნო­ბია ისიც, იწ­ვევს თუ არა "ომიკ­რო­ნი“ უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან, მათ შო­რის "დელ­ტას­თან“ შე­და­რე­ბით.

"ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, იწ­ვევს თუ არა "ომიკ­რო­ნი“ უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან, მათ შო­რის "დელ­ტას­თან“ შე­და­რე­ბით. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მზარ­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდით და არა კონ­კრე­ტუ­ლად "ომიკ­რო­ნით“ და­ინ­ფი­ცი­რე­ბით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ტექ­ნი­კურ პარტნი­ო­რებ­თან იმის და­სად­გე­ნად, რა პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა აქვს "ომიკ­რონ“ ვა­რი­ანტს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­სე­ბულ ზო­მებ­ზე, მათ შო­რის ვაქ­ცი­ნებ­ზე.

"ვაქ­ცი­ნე­ბი რჩე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ზო­მად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მათ შო­რის დო­მი­ნან­ტუ­რი ვა­რი­ან­ტის, "დელ­ტას“ წი­ნა­აღ­მდეგ,“- აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

myquiz