"არც ის მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს გაშინებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ..." - რას ამბობს "ომიკრონ" შტამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი | Allnews.Ge

"არც ის მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს გაშინებთ, უბრალოდ გაფრთხილებთ..." - რას ამბობს "ომიკრონ" შტამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

ის­რა­ელ­მა, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გამო, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა - ლე­სო­ტო, ბოტსვა­ნა, ზიმ­ბაბ­ვე, მო­ზამ­ბი­კი, ნა­მი­ბია და ეს­ვა­ტი­ნი ე.წ. წი­თელ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბა, უცხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კი, ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ის­რა­ელ­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლა.

"სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ახ­ლოს ვართ, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ მკაც­რად და სწრა­ფად", - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნაფ­ტა­ლი ბე­ნეტ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კულ შტამ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და,

თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ის­რა­ე­ლი ახალ შტამ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლი­დან ქარ­თვე­ლი ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, ირაკ­ლი კი­ლა­ძე გვე­სა­უბ­რა. იგი ამ­ჯე­რად თელ-ავი­ვის ახ­ლოს, კერ­ძო კლი­ნი­კა "ასუ­ტა­ში“ მოღ­ვა­წე­ობს...

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი ვა­რი­ანტს, სა­ხელ­წო­დე­ბით "ომიკ­რონს“ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" ვა­რი­ან­ტის კლა­სი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ახა­სი­ა­თებს. რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო ამ დიდ პრობ­ლე­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად?

- რო­გორც ვიცი, მსოფ­ლი­ო­ში "ომიკ­რო­ნის“ ას შემ­თხვე­ვამ­დეა. ეს გა­საკ­ვი­რიც არ იყო, რად­გან სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი არ არის. ეს მუ­ტა­ცი­აც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და კი­დევ შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი მუ­ტა­ცია გა­მოჩ­ნდეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ძა­ლი­ან ცუდი შე­ფა­სე­ბა მის­ცა, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბაც ეგ არის, რომ ახა­ლი შტა­მი "დელ­ტა­სა­ვით" გა­დამ­დე­ბია და სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა ებო­ლა­სა­ვით და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყოს. ეს სი­ტყვე­ბი არ ნიშ­ნავს, რომ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დეთ და წი­ნას­წარ თავი მო­ვიკ­ლათ, ეს უბ­რა­ლოდ სიფრ­თხი­ლის­კენ მო­წო­დე­ბაა. პირ­ველ პლან­ზე ისევ ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა იყოს! დის­ტან­ცია და ნი­ღა­ბი კვლავ აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ამ­ჯე­რად ის­რა­ელ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან მი­მოს­ვლა და­კე­ტა. ის­რა­ელ­თან მი­მოს­ვლა და­ხუ­რა შვე­ი­ცა­რი­ამ და ტუ­რის­ტებს არ იღებს.

iraklikiladze2-43770-1638092441.jpg

- სა­მე­დი­ცო პერ­სო­ნალს კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი მო­გე­ცათ?

- ამ ახა­ლი შტა­მის გა­მოვ­ლე­ნამ ის­რა­ელ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. დღეს დიდი რი­გე­ბი იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი 11 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი მო­იყ­ვა­ნეს მშობ­ლებ­მა ასაც­რე­ლად. ეს პრობ­ლე­მა გაგ­რძელ­დე­ბა სამ­წუ­ხა­როდ და მი­ნი­მა­ლი­ზა­ცია მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით თუ მოხ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მუ­ტა­ცი­ის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

ახა­ლი შტა­მი იმ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია, ყვე­ლა ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. ექი­მებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა კი არ უნდა შე­ა­ში­ნონ და არც ის მინ­და ვინ­მემ ისე გა­ი­გოს, თით­ქოს მე გა­ში­ნებთ, უბ­რა­ლოდ გაფრ­თხი­ლებთ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს ჩემო კარ­გე­ბო, თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცია.

ის­რა­ელ­ში ამ თვე­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 9 პრო­ცენ­ტი და­ინ­ფი­ცირ­და, ერთი თვის წინ 6 პრო­ცენ­ტი იყო. არა­ვინ არ ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბა აღარ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ აქ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლე­ზეა ლა­პა­რა­კი და ვაქ­ცი­ნა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ. ეს ომია და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­ი­გოს! მსოფ­ლი­ო­ში უკვე 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვეპ­ლა და რო­მე­ლი მსოფ­ლიო ომი შე­ედ­რე­ბა?! სა­ში­ნე­ლე­ბაა.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა დღე­შიც ყავთ ხალ­ხი თა­ვი­ან­თი უცო­დინ­რო­ბით. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ამ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს სა­მე­დი­ცი­ნო კუნ­სულ­ტან­ტე­ბი არ ჰყავ­დეთ, რომ­ლებ­მაც უნდა უთხრან, რომ ეს უვი­ცო­ბა კი აღა­რაა, არა­მედ ქვეყ­ნის მტრო­ბაა. ახლა მი­ტინ­გე­ბი და­ნა­შა­უ­ლია ხალ­ხის, სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, ვის­გა­ნაც არ უნდა იყოს მარ­თუ­ლი. ხალ­ხი უფსკრუ­ლის­კენ მიჰ­ყავთ და ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, სა­ხელ­მწი­ფოს - ნუ იქ­ნე­ბა ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი და კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის კა­ნო­ნობ­დეს.

ჩა­კეტვე­ბი არ მოქ­მე­დებს, ვერ ჩავ­კე­ტავთ ვერ და­ვამ­წყვრევთ ამ ვირუსს. რე­გუ­ლა­ცი­ებს თუ არ და­ვი­ცავთ და ვაქ­ცი­ნა­ცია არ იქ­ნე­ბა, წინ კა­ტას­ტრო­ფა გვე­ლო­დე­ბა. არ ვიცი ლი­დე­რე­ბი რას ფიქ­რო­ბენ, ამ­დე­ნი ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცო­ცხლეს რომ საფრ­თხის ქვეშ აყე­ნე­ბენ. ცოტა მეტი პა­ტი­ვი ვცეთ სი­ცო­ცხლეს. ასე აბუ­ჩად აგ­დე­ბა სი­ცო­ცხლის მი­მართ, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­შია, არ ვიცი კი­დევ თუ სად­მეა და ძა­ლი­ან გული მტკი­ვა.

თავი თუ არ გიყ­ვართ - დე­დას, მა­მას, დედ­მა­მიშ­ვი­ლებს, შვი­ლებს გა­უფრ­თხილ­დით, მო­ხუ­ცებს მი­თუ­მე­ტეს, ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რის იმე­დად ვართ აღარ ვიცი.

ვაქ­ცი­ნა­ცია გვი­ცავს, და­ა­ნე­ბეთ თავი მოჩ­ვე­ნე­ბებს და მო­უს­მი­ნეთ ჭკვი­ან, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს, რომ მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცია გა­დაგ­ვარ­ჩენს.

ambebi.ge

myquiz