61 ინფიცირებული სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე- დაუდასტურდათ თუ არა "ომიკრონ" შტამი მგზავრებს? | Allnews.Ge

61 ინფიცირებული სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე- დაუდასტურდათ თუ არა "ომიკრონ" შტამი მგზავრებს?

სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა. BBC წერს, რომ სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ავიაკომპანია KLM-ის პირველი თვითმფრინავი 10:30-ზე ჩაფრინდა, მეორე კი 11:00-ზე.

ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ისინი აეროპორტთან ახლოს სასტუმორში გადაიყვანეს. მგზავრებმა აეროპორტის საერთო სივრცეში, სადაც 600-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, რამდენიმე საათი გაატარეს. ტესტირების შემდეგ კი დადგინდა, რომ 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული დაუფიქსირდა თუ არა რომელიმე მგზავრს ახალი „ომიკრონ“ შტამი.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

myquiz