შვეიცარიაში კოვიდ-რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება | Allnews.Ge

შვეიცარიაში კოვიდ-რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება

შვეიცარიაში კოვიდ-რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება. BBC წერს, რომ შვეიცარიაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ამასთან ბოლო დღეების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა 40-50%-ით გაიზარდა.

თუმცა, ამის მიუხედავად კვირას ქვეყანაში ხმის მიცემით გადაწყდება მოიხსნება თუ არა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები. გამოცემა წერს, რომ შვეიცარიელთა გარკვეული ნაწილი ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს და მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ე.წ. კოვიდ-პასპორტები ამოქმედდა და აუცრელ პირებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა აეკრძალათ, მასშტებაური აქციები გაიმართა.

საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, შვეიცარიელთა 70% ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების გამკაცრებას დაუჭერს მხარს.

myquiz