რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას | Allnews.Ge

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას

მე­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთ ახალ ვა­რი­ანტზე წე­რენ, რომ­ლის გარ­შე­მოც სპცი­ა­ლის­ტე­ბის "მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბაა.“ ახა­ლი ვა­რი­ან­ტის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, დღეს კი უკვე მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბოლო ცნო­ბე­ბი კო­ვი­დის ახა­ლი შტა­მის შე­სა­ხებ ისაა, რომ სწრა­ფად გა­ნიც­დის მუ­ტა­ცი­ას. რო­გორც BBC-ი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ახა­ლი ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კის ერთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, მაგ­რამ არის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ ის შე­იძ­ლე­ბა უფრო გავ­რცელ­დეს.

ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია, რამ­დე­ნად რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა და არის თუ ეფექ­ტი­ა­ნი არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სპე­კუ­ლა­ცია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა პა­სუ­ხი.

ამ­გვა­რად, რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის შე­სა­ხებ? -0:15 მეც­ნი­ე­რე­ბი მას B.1.1.529 ვა­რი­ანტს უწო­დე­ბენ და ჯან­მო ბერ­ძნუ­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვი­თაც გეგ­მავს სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ჯიდ ჯა­ვი­დი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მოვ­ლე­ნილ ახალ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს და აცხა­დებს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის მი­მართ, შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი იყოს.

"რაც ჩვენ ვი­ცით, არის მუ­ტა­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა, შე­საძ­ლოა, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის მუ­ტა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ორ­ჯერ მე­ტიც კი. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­დამ­დე­ბი იყოს და არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს“- აღ­ნიშ­ნა სა­ჯიდ ჯა­ვიდ­მა.ამას­თან, Imperial College London-ის ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა, ნილ ფერ­გი­უსონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ B.1.1.529-ს ე.წ. სპა­იკ ცი­ლა­ში მუ­ტა­ცი­ე­ბის "უპ­რე­ცე­დენ­ტო“ რა­ო­დე­ნო­ბა აქვს, რაც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ბოლო დროს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სწრაფ ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს.

koronavirusi-diabeti-57030-1637919906.jpg

რას აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში?"ის, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის შე­სა­ხებ ვი­ცით, არის, რომ სხვა­დას­ხვა სა­ხის მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის და შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რო­დე­საც ამ­დე­ნი მუ­ტა­ცი­აა, ამან შე­საძ­ლოა, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ვირუ­სის შემ­დგომ ქცე­ვა­ზე", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ვან კერ­ხო­ვემ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აღ­მო­ჩე­ნილ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მეც­ნი­ე­რე­ბი ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ იმის­თვის, რომ გა­არ­კვი­ონ, სად არის ეს მუ­ტა­ცი­ე­ბი და რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად არ­სე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის­თვის, ვაქ­ცი­ნე­ბის­თვის.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რა დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ გა­ვი­გოთ, რა ზე­გავ­ლე­ნა აქვს ამ ვა­რი­ანტს. შემ­დგომ გა­დავ­წყვეტთ, მას სა­ინ­ტე­რე­სო თუ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტის კლა­სი­ფი­კა­ცია მი­ვა­ნი­ჭოთ,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.მისი თქმით, რაც უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი, მით მეტი შან­სია, მან ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს.

"ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ რაც უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი, მით უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა, რომ ის შე­იც­ვა­ლოს, მეტი მუ­ტა­ცია ვი­ხი­ლოთ,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მან­ვე დას­ძი­ნა, რომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი როლი შე­ას­რუ­ლოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში.

"აი­ცე­რით, როცა შეძ­ლებთ. მი­ი­ღეთ ზო­მე­ბი, ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და ხელი შე­უ­შა­ლეთ ვირუ­სის სხვე­ბის­თვის გა­და­ცე­მას,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

myquiz