"ბეწვის ხიდზე გავდივართ, ან გავივლით ან გადავცვივდებით" - ფაშინიანმა პუტინს თურქეთთან შუამავლობა სთხოვა, რასაც სომხეთში უმწვავესი რეაქციები მოჰყვა | Allnews.Ge

"ბეწვის ხიდზე გავდივართ, ან გავივლით ან გადავცვივდებით" - ფაშინიანმა პუტინს თურქეთთან შუამავლობა სთხოვა, რასაც სომხეთში უმწვავესი რეაქციები მოჰყვა

"დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი ცე­ცხლი" - ასე აფა­სე­ბენ სომ­ხე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბაღ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. სომ­ხე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­წყნა­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რეს აძ­ლევს ხელს, რათა ახა­ლი გა­და­ლა­გე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დოს, თან ისე იმოქ­მე­დოს, რომ სომ­ხეთს უკან­და­სა­ხე­ვი გზა არ და­უ­ტო­ვოს.

ახ­ლა­ხანს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბამ და­ძა­ბა - სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბას სთხო­ვა, რომ სომ­ხეთ-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბის სა­კი­თხში შუ­ა­მავ­ლო­ბა გა­უ­წი­ოს. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდი­ვან­მა ვან უნა­ნი­ან­მა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სომ­ხე­თის რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი, მათ შო­რის რუ­სე­თი, მზა­დაა სომ­ხე­თი­სა და თურ­ქეთს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში.

"რუ­სეთს უკვე ვაც­ნო­ბეთ, რომ სომ­ხეთ-თურ­ქე­თის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი წი­ნას­წა­რი დათ­ქმე­ბის გა­რე­შე და­ვი­წყოთ. თუ ეს პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, მას გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ კი­დეც..." - გა­ნა­ცხა­და უნა­ნი­ან­მა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ერევ­ნის ცენ­ტრში შე­იკ­რიბ­ნენ და სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ო­ბა მოს­თხო­ვეს. ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლუ­სის" მომ­ხრე­ე­ბი, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან "სას­ნა წრე­რი", სომ­ხე­თის ევ­რო­პუ­ლი პარ­ტია და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, მოს­კოვ­თან და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვას ითხო­ვენ.

260384247-648825176484425-2818017189720099692-n-73371-1637817816.jpg

მათ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს წინ, სომ­ხე­თი­სა და ამე­რი­კის დრო­შე­ბის თან­ხლე­ბით აქ­ცია გა­მარ­თეს მო­თხოვ­ნით: "ამე­რი­კა - ხალ­ხის მაშ­ვე­ლი! ვა­ღი­ა­რებთ ამე­რი­კის, პრე­ზი­დენტ ვილ­სო­ნის მიერ და­წე­სე­ბულ სა­ზღვრებს და არა საბ­ჭო­თა უკა­ნო­ნო­ბას! ფა­ში­ნი­ა­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი რე­ჟი­მი არ წარ­მო­ად­გენს ხალ­ხის სურ­ვილს!".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ხელ­ში ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ ვუდ­რო ვილ­სო­ნის პორ­ტრე­ტე­ბი ეჭი­რათ, რო­მელ­მაც მათი ცნო­ბით, 1920 წელს რე­გი­ო­ნის რუკა შე­ად­გი­ნა. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს­თან იმი­ტომ შე­იკ­რიბ­ნენ, რომ მალე სწო­რედ სომ­ხე­თის პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დრო­ინ­დე­ლი სა­ზღვრე­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მხო­ლოდ სომ­ხე­თის პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კას ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა. პე­ტი­ცი­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ამე­რი­კა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სომ­ხე­თის მო­კავ­ში­რე უნდა გახ­დეს.

259659585-936374053634096-7455028598100729856-n-73363-1637817853.jpg

"პო­ლუ­სის" საბ­ჭოს წევ­რი ვაგ გას­პა­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ მხო­ლოდ ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა სომ­ხეთ­მა რუ­სე­თის გავ­ლე­ნას თავი და­აღ­წი­ოს...

"და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მათი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის აქ ყოფ­ნაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე ამას თურ­ქე­თი და­ას­წრებს. ზუს­ტად ამის გა­მო­რი­ცხვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და რუ­სე­თი­სა და ქე­მა­ლის თურ­ქე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მათი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკა­ნო­ნოდ იკა­ვე­ბენ სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, ოკუ­პა­ცია ანექ­სი­ად გა­და­აქ­ცი­ეს... არ დავ­თმობთ ე.წ. "ზან­გე­ზუ­რის დე­რეფ­ნებ­სა" და არც რუ­სე­თის რუ­კით გან­სა­ზღვრულ დე­მარ­კა­ცი­ას" - აცხა­დებს გას­პა­რი­ა­ნი.

"პირ­ველ რიგ­ში ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დმა მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე უნდა და­ი­წყოს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა. მო­ვი­თხოვთ სა­მუ­ლე ბა­ბა­ი­ა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სად და­ნიშ­ვნას და არც გვა­ინ­ტე­რე­სებს რუ­სე­თის რე­აქ­ცია. ეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, შვეგ­ვეშ­ვით!.." - წერს კი­დევ ერთი აქ­ტი­ვის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი.

"დაგ­ვა­ნა­ხონ, რომ ამე­რი­კის­კენ, და­სავ­ლე­თის­კენ მივ­დი­ვართ და შემ­დეგ მზად ვართ, თურ­ქე­თის ხელ­მძღვა­ნელ­თან შე­სახ­ვედ­რად და სა­სა­უბ­როდ, რად­გან გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ამე­რი­კა, რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით არ გვი­ღა­ლა­ტებს, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ფა­ში­ა­ნი­ნი თუ ღია მხარ­და­ჭე­რას და მორ­ჩი­ლე­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს კრემლს, ისიც ისე­ვე და­კარ­გავს მხარ­და­ჭე­რას, რო­გორც მის­მა წი­ნა­მორ­ბე­დებ­მა. სომ­ხეთ­ში ასე ღიად ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა და ეს უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის. ახლა ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ, ან გა­ვივ­ლით ან გა­დავცვივ­დე­ბით" - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში ჰას­მიკ აბ­რა­მი­ან­მა.

myquiz