"პუტინი დასავლეთს გამოცდას უწყობს და ცდილობს, აშშ და ევროკავშირი წონასწორობიდან გამოიყვანოს" - რას გეგმავს კრემლი? | Allnews.Ge

"პუტინი დასავლეთს გამოცდას უწყობს და ცდილობს, აშშ და ევროკავშირი წონასწორობიდან გამოიყვანოს" - რას გეგმავს კრემლი?

ცნო­ბილ ამე­რი­კულ გა­ზეთ "უოლ სთრით ჯორ­ნელ­ში“ (The Wall Street Journal) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია: "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის მთა­ვარ პრიზს ყო­ველ­თვის უკ­რა­ი­ნა წარ­მო­ად­გენ­და“, ქვე­სა­თა­უ­რით - "რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ამა­ყობს იმით, რომ ცივი ომის შემ­დეგ აღად­გი­ნა თა­ვი­სი ქვეყ­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ ის არ ჩათ­ვლის თა­ვის მემ­კვიდ­რე­ო­ბას დას­რუ­ლე­ბუ­ლად, ვიდ­რე კი­ე­ვი კვლავ მოს­კო­ვის თა­ნამ­გზავ­რი არ გახ­დე­ბა“ (ავ­ტო­რე­ბი - კარ­ნე­გის ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: იუ­ჯინ რუ­მე­რი და ენ­დრიუ ვა­ი­სი).

რო­გორც პუბ­ლი­კა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე წელს, უკვე მე­ო­რედ, და­სავ­ლურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან, პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბილ დონ­ბა­სის რე­გი­ონ­თან ახ­ლოს, რუ­სე­თის ჯა­რე­ბის თავ­მოყ­რა და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს - ვა­ი­თუ, ეს რუ­სე­თის ჯა­რე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას მო­ას­წა­ვებ­სო. ჯა­რე­ბის ამ­გვა­რი მა­ნევ­რე­ბი ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი არ არის, რის გა­მოც და­სავ­ლელ ლი­დე­რებს ღა­მით მშვი­დად არ სძი­ნავთ.

"რუ­სულ გაზ­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სი, რუ­სე­ბის მიერ კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტის გა­მოც­და, ბე­ლა­რუ­სის მიერ რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სი პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე და სხვა პრობ­ლე­მე­ბი აშშ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რე­ბი­სათ­ვის თა­ვის ტკი­ვილს წარ­მო­ად­გენს“, - წე­რენ ავ­ტო­რე­ბი.

"რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი და­სავ­ლეთს გა­მოც­დას უწყობს და ცდი­ლობს, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს. მათ­თვის, ვინც 1999 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კა­რი­ე­რულ აღ­მას­ვლას აკ­ვირ­დე­ბო­და, სა­ი­დუმ­ლო არაა, რომ მას იმე­დი აქვს სა­სურ­ველ მი­ზანს ამ­გვა­რი გამ­ბი­ტე­ბით მი­აღ­წი­ოს. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ის­წრაფ­ვის, რომ რუ­სე­თის ირ­გვლივ მისი სა­ტე­ლი­ტი ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ - ისე­ვე რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს. რუს ლი­დერს გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის გას­ვლა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­დან. კი­ე­ვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა მის­თვის არ­ნა­ხულ მარ­ცხს ნიშ­ნავს. პუ­ტი­ნი ვერ ურიგ­დე­ბა იმას, რომ უკ­რა­ი­ნა უკვე ორ­ჯერ წა­ა­გო - პირ­ვე­ლად 2004 წელს, როცა "ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცია“ მოხ­და და მე­ო­რედ - 2014 წელს, "მა­იდ­ნის“ შე­დე­გად, როცა კი­ევ­მა და­სავ­ლუ­რი კურ­სი აიღო.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სათ­ვის ასე­თი რე­ა­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მან მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყო ყი­რი­მის ანექ­სი­ით და მოს­კოვ­მა ხელი შე­უ­წყო დონ­ბა­სის კონ­ფლიქტს, რის შე­დე­გა­დაც 14 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ასი ათა­სო­ბით კი ლტოლ­ვი­ლად იქცა. რუსი ლი­დე­რი არ გა­მო­რი­ცხავს კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უკ­რა­ი­ნა ხელს მო­ა­წერს ისეთ შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი მალე 70 წლი­სა გახ­დე­ბა და ის, ალ­ბათ, ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ მემ­კვიდ­რე­ო­ბას უტო­ვებს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. აშ­კა­რაა, რომ პუ­ტინს და მის მრჩევ­ლებს კარ­გი გან­წყო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მარ­თლაც აქვთ: ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სწო­რედ პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს წა­მოდ­გა "მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქე­ბუ­ლი“ რუ­სე­თი და და­სავ­ლეთს ადრე მი­ყე­ნე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბის­თვის ახლა სა­მა­გი­ე­როს უხ­დის. მათ მოს­წონთ, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინს "ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე“ უწო­და.

"დროა ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი და აშშ მი­ეჩ­ვი­ონ იმას, რომ რუ­სე­თი სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო არ არის, რო­მელ­საც ვი­ღაც თა­ვის აზრს მო­ახ­ვევს. პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მი­თე­ბი "სუსტ“ რუ­სეთ­ზე გა­ფან­ტა და და­სავ­ლე­თი აი­ძუ­ლა კრემ­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ თა­მა­შის წე­სებ­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, რუ­სე­თის ლი­დერ­მა არ­მი­ის მო­დერ­ნი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ფაქ­ტი­უ­რად, გა­ა­ნად­გუ­რა ოპო­ზი­ცია ქვეყ­ნის შიგ­ნით, აღ­რმა­ვებს ენერ­გო­გავ­ლე­ნას ევ­რო­პა­ზე, ავი­თა­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას მსგავ­სი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე მე­ზობ­ლებ­თან (ჩი­ნეთ­თან და ბე­ლა­რუს­თან), მან მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა ნა­ტოს, რომ ელო­დე­ბა ალი­ან­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - უა­რის თქმას აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე.

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერთი საქ­მე რჩე­ბა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი - უკ­რა­ი­ნას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. იმ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის კა­ტას­ტრო­ფად მი­იჩ­ნევს, მთა­ვა­რი პრი­ზი უკ­რა­ი­ნი­სა და მისი დე­და­ქა­ლა­ქის კი­ე­ვის დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და - კი­ე­ვი­სა, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის აკ­ვნად არის მიჩ­ნე­უ­ლი“.

ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, სწო­რედ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მხრი­დან უკ­რა­ი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ "რუ­სეთ­მა მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თის ნა­პი­რებ­თან მდგარ ნა­ტოს ავი­ა­მზი­დად აღიქ­ვა“.

სტა­ტი­ა­ში გახ­სე­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის ლი­დე­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა 14 წლის წინ:

"და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლად და სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვეს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა 2007 წლის მი­უ­ნ­ჰე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და მომ­დევ­ნო 2008 წლის აპ­რილ­ში, ნა­ტოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას ნა­ტო­ში მი­ღე­ბა აღუთ­ქვეს. ამ მოვ­ლე­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხა­ფან­გი მო­უ­წყო: ერთ-ერთი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში - სამ­ხრეთ ოსეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია მოხ­და და რუ­სე­თის არ­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭ­რა და თა­ვი­სი ჯარი თბი­ლი­სი­დან 50 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით შე­ა­ჩე­რა. ამ­რი­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ოც­ნე­ბა ნა­ტოს წევ­რად მი­ღე­ბა­ზე და­ინ­გრა. 14 წლის შემ­დეგ და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის წი­ნა­შე კი­თხვა წა­მო­იჭ­რა: ხომ არ ელო­დე­ბა იგი­ვე ბედი უკ­რა­ი­ნა­საც?“ - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

"ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია შე­ე­ცა­და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რათა ვა­შინგტონს მეტი დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­და ჩი­ნე­თის ამო­ცა­ნის გა­და­სა­წყვე­ტად. მაგ­რამ ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი უარს აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის და­კარ­გვის აღი­ა­რე­ბა­ზე, მა­ნამ რუ­სე­თი კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნას“, - ხაზ­გას­მუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ის და­სას­რულს.

myquiz