"იარაღის შემოწმების გარეშე გასროლა „რუსული რულეტკის თამაშის“ ტოლფასია" - რა წერია ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში? | Allnews.Ge

"იარაღის შემოწმების გარეშე გასროლა „რუსული რულეტკის თამაშის“ ტოლფასია" - რა წერია ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში?

ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, ფილმის სცენარი მსახიობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას არ ითვალისწინებდა.

სარჩელი სცენარის მეთვალყურე მემი მიტჩელმა შეიტანა. მისმა ადვოკატმა გლორია ალრედმა ბოლდუინის და ფილმის პროდიუსერების საქციელი, "უგუნურ“ ქმედებად შეაფასა და ისინი უსაფრთხოების პროტოკოლების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბოლდუინის მიერ იარაღის შემოწმების გარეშე გასროლა „რუსული რულეტკის თამაშის“ ტოლფასია.

21 ოქტომბერს ვესტერნის ჟანრის ფილმის Rust-ის გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. იარაღში, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო, ნამდვილი ტყვია აღმოჩნდა. სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

myquiz