კადაფის ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - აქვს თუ არა გამარჯვების შანსი სეიფ-ალ-ისლამს | Allnews.Ge

კადაფის ვაჟი ლიბიის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - აქვს თუ არა გამარჯვების შანსი სეიფ-ალ-ისლამს

ლი­ბი­ის დამ­ხო­ბი­ლი ლი­დე­რის, მუ­ა­მარ კა­ფა­ფის მე­ო­რე ვაჟ­მა, სეიფ-ალ-ის­ლამ­მა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­ა­რე­გის­ტრი­რა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დე­კემ­ბრის ბო­ლოს უნდა გა­ი­მარ­თოს.

სეიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 49 წლი­საა, მა­მა­მი­სის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში შე­დი­ო­და და ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით და დიპ­ლო­მა­ტი­ით. თა­ვის დრო­ზე მან სა­ჯა­როდ უარი გა­ნა­ცხა­და მა­მის წი­ნა­და­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­კა­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა ფაქ­ტობ­რი­ვად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და.

ლი­ბი­ის ლი­დე­რის დამ­ხო­ბამ­დე, სეიფ ალ-ის­ლა­მი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოსტზე მა­მა­მი­სის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნე­ო­და. იგი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2011 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბა­ში. ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალს დღემ­დე არ გა­უ­უქ­მე­ბია მისი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი. უმ­ცროს კა­დაფს ბრა­ლად ედე­ბა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მკვლე­ლო­ბე­ბი და დევ­ნა.მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში ლი­ბი­ის პრო­კუ­რორ­მა, მო­ჰა­მედ გა­რუ­დამ, რო­მე­ლიც გა­ე­როს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ლი­ბი­ის (ტრი­პო­ლის) მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, სეიფ ალ-ის­ლა­მის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა რუ­სულ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერ­თან“ კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით.

cadaffff1-47566-1637151368.jpg

BBC-ის მიერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ლი­ბი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სეიფ ალ-ის­ლა­მი "რუ­სე­თის კან­დი­და­ტია ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოსტზე“. "რუ­სე­თი თუ თა­ვის გეგ­მას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, მა­შინ სეიფ კა­და­ფი გა­მარ­ჯვე­ბის სი­ტყვით გა­მო­ვა ტრი­პოლ­ში, წა­მე­ბუ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“, - ამ­ბობს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ლი­ბია: არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ათი წელი

2011: მუ­ა­მარ კა­და­ფის 40-წლი­ნი მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რუ­ლი;

2014: ორი ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ტრი­პოლ­ში (ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში) და ტობ­რუკ­ში (აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში);

2019: ტობ­რუ­კის მთავ­რო­ბის გე­ნერ­ლის ჰა­ლიფ ჰაფ­თა­რის შე­ტე­ვა ტრი­პოლ­ზე. გა­ე­როს ემ­ბარ­გოს მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე მხარ­დამ­ჭე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ ია­რა­ღით მა­რაგ­დე­ბო­და;

2020 წლის ოქ­ტომ­ბე­რი: დრო­ე­ბი­თი და­ზა­ვე­ბა;

2021 წლის მარ­ტი: ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის ახა­ლი მტავ­რო­ბის ცა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

2021 წლის დე­კემ­ბე­რი: ლი­ბი­ა­ში სა­ყო­ველ­თაო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს.

რა შან­სე­ბი აქვს მუ­ა­მარ კა­და­ფის მემ­კვიდ­რეს?

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­და­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის დროს სეიფ-ალ-ის­ლამ კა­და­ფი ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე ტრა­დი­ცი­ულ ლი­ბი­ურ ტან­საც­მელ­ში წარ­სდგა და ყუ­რა­ნი­დან ერთ-ერთი ტა­ე­პი წარ­მოს­თქვა: "გან­სა­ჯე ჩვენ­სა და ხალ­ხს შო­რის სა­მარ­თლი­ა­ნად, შენ ხომ ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი მო­სა­მარ­თლე ხარ“. ვი­დე­ო­კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

kadafi12-47660-1637151418.jpg

მუ­ა­მარ კა­და­ფის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სეიფ-ალ-ის­ლა­მი, რო­გორც წესი, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­სავ­ლურ ტან­საც­მელ­ში გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, იგი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და - და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სკო­ლა. 2005 წელს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იქნა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფო­რუ­მის წევ­რად, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა დროს არ­ჩე­ულ­ნი იყ­ვნენ "ფე­ის­ბუ­ქის“ შემ­ქმნე­ლი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯა­სინდ არ­დე­ნი და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz