"სამჯერ აცრის 71%-იანი მაჩვენებლის შემდეგ აქ ერთი პაციენტია გარდაცვლილი... ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდით" - რას ჰყვება ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი? | Allnews.Ge

"სამჯერ აცრის 71%-იანი მაჩვენებლის შემდეგ აქ ერთი პაციენტია გარდაცვლილი... ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდით" - რას ჰყვება ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი?

რო­გორც ცნო­ბი­ლი იყო, ის­რა­ე­ლი არ ღე­ბუ­ლობ­და "ფა­ი­ზე­რის მიერ წარ­მო­ე­ბულ კო­ვი­დის წა­მალს და არც ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლა... თუმ­ცა 13 ნო­ემ­ბერს ის­რა­ელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა. 14 ნო­ემ­ბერს კი ცნო­ბი­ლი გახ­და მე­ო­რე სი­ახ­ლე, ის­რა­ე­ლი 5-დან 11 წლამ­დე ბავ­შვე­ბის აც­რას და­უშ­ვებს.

ის­რა­ე­ლი­დან რე­კა­ნა­ტის სა­ხე­ლო­ბის გე­ნე­ტი­კის ცენ­ტრის ექი­მი-ლა­ბო­რან­ტი ნატო კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ის­რა­ელ­ში თით­ქმის ყვე­ლა კო­ვიდ­შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია. მხო­ლოდ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში რჩე­ბა ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ქორ­წი­ლე­ბის და სხვა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, კო­ვიდ­პას­პორ­ტის პას­პორ­ტის წარ­დგე­ნის პი­რო­ბებ­ში ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის. ახ­ლა­ხანს ის­რა­ელ­ში ჩა­ტარ­და 92 ათა­სი ტეს­ტი­რე­ბა და მხო­ლოდ 600 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, პა­ცი­ენ­ტი სამ­წუ­ხა­როდ აუც­რე­ლი იყო. 600 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 60 პრო­ცენ­ტი ერ­თი­დან 19 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე ცოტა შემ­თხვე­ვა 60 წელს ზე­მოთ არის, 5 პრო­ცენ­ტია და ისი­ნიც აუც­რე­ლე­ბი.

- რო­გო­რია ის­რა­ე­ლის უახ­ლე­სი სტა­ტის­ტი­კა?

- დღეს­დღე­ი­სო­ბით ის­რა­ელს ყავს 156 მძი­მე ავად­მყო­ფი, აქე­დან 100 აპა­რატ­ზე.

- ბუს­ტე­რით ის­რა­ე­ლის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი აიც­რა?

- ბუს­ტე­რით უკვე აც­რი­ლია ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 71%. პირ­ვე­ლი დოზა აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს გა­კე­თე­ბუ­ლი, მე­ო­რე დოზა- 81 პრო­ცენტს და ბუს­ტე­რი რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ - 71%-ს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია აც­რებ­მა ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა! წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ კო­რო­ნა-ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ვმო­რი­გე­ობ­დი. დამ­ხმა­რე ძა­ლას სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­დან გვიწ­ვევ­დნენ. მო­რი­გე­ო­ბა კვი­რა­ში ორ­ჯერ-სამ­ჯერ მი­წევ­და, ახლა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­მი­ძა­ხე­ბენ. ნო­ემ­ბერ­ში თით­ქმის არ მქო­ნია გა­მო­ძა­ხე­ბა. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ის­რა­ე­ლი ადა­მი­ა­ნურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და.

ის­რა­ელ­მა დადო დას­კვნა, რომ ბუს­ტერს მოქ­მე­დე­ბის ვადა აქვს ცხრი­დან ათ თვემ­დე. თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ წლამ­დეც გა­ხან­გრძლივ­დეს. დად­გინ­და, რომ ბუს­ტე­რუ­ლი ვაქ­ცი­ნა გან­სხვავ­დე­ბა პირ­ვე­ლი და ორი ვაქ­ცი­ნის­გან გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ხა­რის­ხით. ამი­ტომ მე­სა­მე აცრა გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდ­ხანს იწ­ვევს იმუ­ნი­ტეტს.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ბუს­ტერს ურ­ჩევ­დით?

- აუ­ცი­ლებ­ლად! ის­რა­ელ­ში ერთი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც კი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ და ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო რამე სა­შიშ­რო­ე­ბის შემ­ცველს არაფ­რით და­უშ­ვებ­და! მე­ტიც, პირ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბო­და, რო­მელ­მაც ორ­მა­გი გა­და­ი­ხა­და რო­გორც კი "ფა­ი­ზერ­მა" ვაქ­ცი­ნის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. ის­რა­ელ­ში 71%-იანი სამ­ჯერ აც­რის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი და თუ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, მას აუ­ცი­ლებ­ლად თან­მხვედ­რი, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა ექ­ნე­ბო­და...

სა­ქარ­თვე­ლო დღეს სა­ერ­თოდ სხვა კონ­ტი­ნენტზეა... ხან მთავ­რო­ბის, ხან ოპო­ზი­ცი­ის მი­თი­თე­ბით მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა, როცა ინ­ფი­ცი­რე­ბის ამ­დე­ნი შემ­თხვე­ვე­ბია და გარ­დაც­ვლილ­თა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი... შარ­შან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზამ­თარ­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი თით­ქმის არ იყო, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად იზო­ლა­ცი­ა­ში იყო. იცავ­დნენ დის­ტან­ცი­ის, ნიღ­ბის ტა­რე­ბის წე­სებს და წელს ვფიქ­რობ, მძი­მე ზამ­თა­რი იქ­ნე­ბა თუ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბიც მო­ი­მა­ტებს...

- ის­რა­ელ­ში რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ბავ­შვებ­ში აც­რის შე­სა­ხებ...

- ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა შნა­ი­დე­რის ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის პრო­ფე­სო­რის, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის, ალერ­გო­ლო­გი­ის და იმუ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის დას­კვნა. მისი მტკი­ცე­ბით, ბავ­შვებ­ში, ვინც კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა, მათ აღე­ნიშ­ნე­ბათ მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბა, პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მი, კარ­დი­ო­მი­პა­თია...

ცხრი­დან ერთი პა­ცი­ენ­ტი ხვდე­ბა კლი­ნი­კა­ში. სულ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ბავ­შვი და­ა­ვად­და და აქე­დან ოთხა­სი იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი შტა­მით ბავ­შვე­ბი სა­ერ­თოდ არ და­ა­ვა­დე­ბუ­ლან, მხო­ლოდ დელ­ტას გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და ბავ­შვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ ბავ­შვში 150 ბავ­შვს გა­ნუ­ვი­თარ­და პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ან­თე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მი­ო­კარ­დი­ტია...

ის­რა­ელ­ში 6 600 აც­რი­ლი ბავ­შვი­დან მხო­ლოდ ერთს გა­ნუ­ვი­თარ­და მი­ო­კარ­დი­ტი. ამით იმის თქმა მინ­და, რომ მომ­დევ­ნო კვი­რი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ის­რა­ელ­ში 5-დან თერ­თთ­მეტ წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის აცრა და­უშ­ვა. გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ის იქ­ნე­ბა, რომ თუ მოზ­რდი­ლებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია პირ­ველ­სა და მე­ო­რე დო­ზას შო­რის სამი კვი­რა იყო, ბავ­შვებ­ში ეს დრო სამი თვე იქ­ნე­ბა. უკვე შე­უკ­ვე­თეს "ფა­ი­ზერს" დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ის­რა­ელ­ში ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის ასაც­რე­ლად.

- რა­ტომ მი­ვიდ­ნენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე?

- გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ა­ტა­რა სა­გან­გე­ბო სხდო­მა, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბო­და ბავ­შვთა ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ფო­ნის გა­უ­ა­რე­სე­ბას... იზო­ლა­ცი­ებ­მა - სკო­ლე­ბის, ბა­ღე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­კეტ­ვამ ბავ­შვე­ბის ასო­ცი­ა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია. მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა აგ­რე­სი­ამ, პე­და­გო­გე­ბი სკო­ლებს ვე­ღარ ცნო­ბენ, სრუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბაა. ამის მი­ზე­ზად ვირუ­სი ხა­სი­ათ­დე­ბა... ბავ­შვებ­ში აც­რის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის და პოს­ტკო­ვი­დუ­რი სინ­დრო­მის გარ­თუ­ლე­ბის გამო კი არ ხდე­ბა, არა­მედ ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ფო­ნის და­სამ­შვი­დებ­ლად. ასე აპი­რე­ბენ თა­ო­ბა გა­და­არ­ჩი­ნონ. სა­ოც­რად მშვი­დი ბავ­შვე­ბი დღეს რა­დი­კა­ლუ­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რა აზრი აქვს, თუ ბავ­შვის ფსი­ქი­კა მოშ­ლი­ლია და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ შე­იძ­ლე­ბა?!

- ის­რა­ე­ლი რა­ტომ არ ღე­ბუ­ლობს "ფა­ი­ზე­რის" მიერ წარ­მო­ე­ბულ კო­ვი­დის წა­მალს და რა­ტომ არ ჩა­ერ­თო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?

- "ფა­ი­ზე­რის" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი წა­მალ­მა უკვე გა­ი­ა­რა მე­სა­მე ეტა­პი და რე­ზულ­ტა­ტო­ბა დად­გინ­და - 89%. ეს 89 % არის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის და არა გან­კურ­ნე­ბის. ბრი­ტა­ნულ­მა ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­უშ­ვა ეს წა­მა­ლი და 70-80 ქვე­ყა­ნა უკვე და­თან­ხმდა წამ­ლის მი­ღე­ბას. ის­რა­ელ­მა თავი შე­ი­კა­ვა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლის გა­მოც­და 2021 წლის ზა­ფხულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. იმ დროს და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ის­რა­ელ­ში იმ დო­ნე­ზე და­ი­წია, რომ მო­ხა­ლი­სე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც კი ვერ შეგ­როვ­და... გარ­და ამი­სა ის­რა­ე­ლი სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით აწარ­მო­ებს მი­სი­ვე წარ­მო­ე­ბის წა­მალ­ზე მუ­შა­ო­ბას. სამ დიდ ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა - ხა­ი­ფა­ში, თელ-ავივ­ში, იე­რუ­სა­ლიმ­ში სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბენ...

დად­გინ­და, რომ ეს პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც "ფა­ი­ზერ­მა" გა­მო­უშ­ვა და წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­უშ­ვა, და­ა­ვა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. ის­რა­ელ­ში, ისი­ნი ვინც წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის ( მორ­წმუ­ნე­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ორ­თო­დოქ­სე­ბი­სა) წა­მალს მი­თუ­მე­ტეს არ მი­ი­ღე­ბენ... ის­რა­ელ­მა ძა­ლი­ან დიდი თან­ხა ჩადო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში და ურ­ჩევ­ნი­ათ სრუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის­თვის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ჰყავ­დეთ მო­სახ­ლე­ო­ბა, ვიდ­რე წამ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბამ­დე მი­ვი­დეს საქ­მე. თან უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ის­რა­ე­ლი თა­ვის წა­მალს აწარ­მო­ებს. ამი­ტო­მაც ის­რა­ე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს სხვა ქვეყ­ნე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბის შე­მო­ღე­ბის­გან და უპი­რა­ტე­სო­ბას ვაქ­ცი­ნას აძ­ლევს!

თუმ­ცა 13 ნო­ემ­ბერს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ბე­ნეტ­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ კომ­პა­ნია "ფა­ი­ზერს"შე­უკ­ვე­თა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მა­ლი"Paxlovidi". რო­გორც კი ის მი­ი­ღებს FDA ის ლი­ცენ­ზი­ას. პრე­პა­რა­ტი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რისკს წევს 89 პრო­ცენ­ტამ­დე.