როგორ პირობებში ცხოვრობენ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტები | Allnews.Ge

როგორ პირობებში ცხოვრობენ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტები

ბე­ლა­რუ­სი­სა და პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან ე.წ. მიგ­რან­ტე­ბის კრი­ზი­სი კვლავ გა­და­უჭ­რე­ლია. ათა­სო­ბით მიგ­რან­ტი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, ან აზი­ი­და­ნაა, ბა­ლა­რუ­სის მხრი­დან, კუზ­ნი­ცას სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას და პო­ლო­ნეთ­ში შეს­ვლას ცდი­ლობს. ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ პო­ლო­ნე­თი­დან ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში შე­აღ­წე­ვენ.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ცნო­ბით, მიგ­რან­ტე­ბი არი­ან ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში, გა­უ­საძ­ლის ყინ­ვა­ში, აქვთ საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ნა­წი­ლი ადა­ნა­შა­უ­ლებს პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბას თავ­შე­საფ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

migrantebi4-43632-1637063077.jpg

migrantebi7-43632-1637063090.jpg

ევ­რო­კავ­ში­რი, აშშ-ი და ნატო ბე­ლა­რუ­სის ლი­დერს, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს სა­ზღვარ­ზე მიგ­რან­ტთა კრი­ზი­სის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა­ში სდებს ბრალს.რაც ლუ­კა­შენ­კოს მხრი­დან ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე.

migrantebi9-43721-1637063107.jpg

სა­ნამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ბედ­ზე და კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ, მა­ნამ­დე მიგ­რან­ტებს ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

migrantebi12-43722-1637063119.jpg