პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში, 4 საქორწილო კაბით და კარნავალით | Allnews.Ge

პერის ჰილტონის 3-დღიანი ქორწილი ჰილტონების ძვირადღირებულ სასტუმროში, 4 საქორწილო კაბით და კარნავალით

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მომ­ღერ­ლის პე­რის ჰილ­ტო­ნის და კარ­ტერ რე­უ­მის ქორ­წი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პა­ტარ­ძლის ბა­ბუ­ის სას­ტუმ­რო­ში - Bel-Air- ში გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც 61 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. წვე­უ­ლე­ბა პა­რას­კევს და­ი­წყო, 3 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და თან კარ­ნა­ვა­ლიც კი ახ­ლდა.

paris-hilton-wedding-beach-engagement-01-53503-1637039714.jpg

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2020 წლის იან­ვრი­დან ხვდე­ბო­და. ჰილ­ტონს მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ცო­ლო­ბა 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში პრი­ვა­ტულ კუნ­ძულ­ზე სთხო­ვა. ნიშ­ნო­ბის ვი­დეო, ქორ­წი­ლის შემ­დეგ პა­ტარ­ძალ­მა თვი­თონ გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­ში წყვი­ლი თეთ­რებ­შია გა­მო­წყო­ბი­ლი და სა­ნა­პი­რო­ზე მო­სე­ირ­ნობს.

რე­უ­მი მუხ­ლზე იჩო­ქებს და ჰილ­ტონს ცო­ლო­ბას სთხოვს. ამ დროს მომ­ღე­რა­ლიც ჩნდე­ბა, კარ­ტე­რი პე­რისს ხელ­ზე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭედს უკე­თებს და წყვი­ლის­თვის კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი ხდე­ბა ეს მო­მენ­ტი. მა­ყუ­რე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა ეს კად­რე­ბი ჰილ­ტო­ნის რე­ა­ლი­თი შოუ - “Paris In Love”-ში ნა­ხოს.

paris-hilton-four-dresses-53631-1637039747.jpg

40 წლის პე­რის ჰილ­ტონ­მა წვე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 4-ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა კაბა - "მიყ­ვარს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სა­მო­სი, ამ მხრივ, რე­უ­მი ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა.“

პე­რი­სის მეჯ­ვა­რე გო­გო­ნებს Alice + Olivia-ს მსგავ­სი ვარ­დის­ფე­რი კა­ბე­ბი ეც­ვათ. -0:00 პე­რის ჰილ­ტო­ნის­თვის ეს მე­ო­თხე ნიშ­ნო­ბა იყო, თუმ­ცა ქორ­წი­ლი რი­გით პირ­ვე­ლია.

paris-hilton-wedding483-54163-1637039773.jpg

პე­რის ჰილ­ტონ­მა "იუ­თუ­ბის“ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, "This is Paris”-ში ისა­უბ­რა წინა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და გა­მო­ტყდა, რომ ყვე­ლა მათ­გან­ში უწევ­და ფი­ზი­კურ თუ მო­რა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა - "უკვე ისე ვი­ყა­ვი შეჩ­ვე­უ­ლი ამ­გვარ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ მე­გო­ნა, ნორ­მა­ლუ­რი იყო.“ თუმ­ცა 40 წლის მი­ლი­ო­ნე­რი ამ­ბობს, რომ კარ­ტერ­თან ის­წავ­ლა, რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მას­თან ერ­თად სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე აპი­რებს ყოფ­ნას.

ჰილ­ტო­ნის და რე­უ­მის ქორ­წილს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვია: კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ნი­კოლ რიჩი, ემა რო­ბერტსი, პა­უ­ლა აბ­დუ­ლი, დემი ლო­ვა­ტო და სხვა.

myquiz