ავსტრიაში არავაქცინირებულთათვის "ლოქდაუნი“ წესდება - რისი უფლება ექნებათ მოქალაქეებს შეზღუდვის ფარგლებში? | Allnews.Ge

ავსტრიაში არავაქცინირებულთათვის "ლოქდაუნი“ წესდება - რისი უფლება ექნებათ მოქალაქეებს შეზღუდვის ფარგლებში?

ავ­სტრი­ა­ში იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ აქვთ, დღე­ი­დან "ლო­ქ­და­უ­ნი“ წეს­დე­ბა.

”ჩვენ­თვის ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა იოლი არაა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია,” - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრი­ის კან­ცლერ­მა ალექ­სან­დრე შა­ლენ­ბერ­გმა.

"ლო­ქ­და­უ­ნის“ ფარ­გლებ­ში არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პი­რებს გა­და­ად­გი­ლე­ბა ეზღუ­დე­ბათ და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ გან­სა­ზღვრულ შემ­თხვე­ვებ­ში აქვთ, მათ შო­რის, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­მუ­შა­ო­ზე ან პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად მი­დი­ან.

ავ­სტრი­ა­ში სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 65%, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის.