რა შემოუთვალა უკრაინის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ? | Allnews.Ge

რა შემოუთვალა უკრაინის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ?

უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­ი­თხოვს, ღირ­სე­უ­ლად მო­ექ­ცნენ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მის მი­მართ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნი­კო­ლაი ტო­ჩიც­კიმ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩთან გი­ორ­გი ზა­ქა­რაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სა­გა­რეო უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

„მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ქარ­თულ მხა­რეს აც­ნო­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი ღირ­სე­უ­ლი მოქ­ცე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა და მის­და­მი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ტო­ჩიც­კიმ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა კვლა­ვაც და­უთ­მობს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გამო სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ერთ კვი­რა­ში უკვე მე­ო­რედ და­ი­ბა­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი 9 ნო­ემ­ბერს სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და.